ტრაგედიიდან მეოთხე დღეს, ჯერ კიდევ უცნობია მიზეზი, რა მოხდა საბედისწერო ღამეს ხუთვარსკვლავიან “ლეო გრანდში” და რას შეეწირა იქ მყოფი 11 ადამიანი. დაღუპულებიდან რვა ლიფტში, ერთი – აუზში, ორი კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს. სტიქაროსანი გიორგი ცინცაძე სასტუმროში სავარჯიშოდ ზუსტად საათით ადრე პირველად მივიდა. მას ტყუპი ბიჭები რამდენიმე თვის წინ შეეძინა. გიორგის ნათესავების ინფორმაციით, „სტიქაროსენი თანმხლებ ახალგაზრდებთან ერთად ლიფტში შევიდა, თუმცა რადგან შუქი გამორთეს, კაბინა კვამლით გავსო და იქ მყოფები გაიგუდნენ“. საავარიო კიბის არსებობის შესახებ კი თურმე სასტუმროს კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ. ხანძრის შედეგად გარდაცვლილილთა ახლობლები მომხდარის დეტალურ გამოძებას და დამნაშავის უმკაცრეს დასჯას მოითხოოვენ.

„საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქი გათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა. ჩვენთვის, ნათესავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და დეტალურად გაირკვეს. თუ დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. თუ მათ თავისი როლი შეასრულეს, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დადგინდეს. ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანია. მე იმას დავამატებ, რომ სასტუმროების უმრავლესობა უსაფრთხოების მხრივ არ არის დაცული. სჯობს, დაპროექტებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რადგან ამხელა შენობებია და ნახავენ, რომ უსაფრთხოების კუთხით როგორი მცირე ადგილებია გამოყოფილი. ხანძრის დროს დაახლოებით რვა ბიჭი ერთად იყო. ჩემმა შვილმა ორიენტაცია განსაზღვრა და გაიქცა. ლიფტში სინათლე გაითიშა, თუმცა, მადლობა ღმერთს, დროულად დააღწიეს თავი. ორი ბიჭი ლიფტში გაიჭედა, ისინი ლიფტის მოძრაობისას მაღლა გაჩერდნენ. ჩემმა შვილმა გაჩერებული ლიფტი ხელით გახსნა და გამოვიდა. გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას“, – აცხადებს გარდაცვლილი ზურაბ აბულაძის ბიძა, ბესო აბულაძე.

სულისშემძვრელია 22 წლის ბექა შატაკიშვილის ისტორიაც, რომელმაც დედას ცეცხლგახვეული სასტუმროდან დაურეკა: “დედა, მიშველე, ვკვდები, შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის…“ ტელეეთერით გავრცელდა კიდეც დედის განწირული ყვირილი : “ბექა, სად ხარ დე?”…

ხანძარსშეწირულ უმძიმეს ტრაგედიას ყავს ნათელი წერტილიც ახალგაზრადა ფიტნესინსტრუქტორი, რომელმაც ათობით ადამიანი გადაარჩინა.

 

  რუსლან შავაძე იხსენებს, რომ ძლიერი დაკვამლიანება სწორედ სათადარიგო კიბეებთან შენიშნა, ამიტომ გარისკა და ადამიანები ლიფტის საშუალებით ჩაიყვანა:

„ლეო გრანდში, ფიტნეს ინსტრუქტორად ვმუშაობდი, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე შემოვარდა ძმაკაცი, ყვიროდა რომ ძლიერი დაკვამლიანება იყო და სავარაუდოდ, სასტუმრო იწვოდა. დარბაზში მყოფებმა ოპერატიულად შეძლეს სამშვიდობოს გასვლა. მახსოვს, პირველად კიბეებისკენ გავიქეცი, თუმცა შავი კვამლი სწორედ კიბეებიდან ამოდიოდა. შემდეგი გზა ლიფტით სარგებლობა იყო. რამდენიმე ადამიანი უვნებლად ჩავიდა, მე ვიდექი და ვყვიროდი, იმ სართულზე თუ ვინმე იყო ლიფტთან მოსულიყო. 4 ბიჭი მოვიდა, ჩავედით და შემდეგ უკვე ლიფტი გაიჭედა…. ჩემი აზრით, დაღუპულებმა საუნიდან გამოსვლა დააგვიანეს,“- აცხადებს თვითმხილველი.

რუსლან შავაზეს უჭირს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხელოვნურად გათიშვაზე ისაუბროს: „ამ ინფორმაციას არ ვფლობ. იქ წამებში ხდებოდა ყველაფერი. 15 წამიც რომ დავრჩენილიყავით, ჩვენც დავიღუპებოდით, შესაბამისად მიჭირს გახსენება, გაანალიზება, მუშაობდა თუ არა, ან ჩართულიყო თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა“.

წყარო:http://www.newposts.ge/

 

კომენტარები