რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დატოვებს თუ არა ანა ტყებუჩავა – ნინა ,,ჩემი ცოლის დაქალებს”?!

    მსახიობი ანა ტყებუჩავა, რომელიც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ფეხმძიმედ არის, რეალურ ცხოვრებაშიც მეორე შვილს ელოდება.
 ,,რეალურ ცხოვრებაში მეორე შვილს ველოდები. ყველაფერი დაგეგმილად და ცივილურად მოხდა. ცოტა კი მეშინია რაღაცების დაგეგმვის, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ასე ვამჯობინეთ. ისევ გოგოს ველოდებით. ნენეს და ეყოლება. როცა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავ, როგორიც ორსულობაა, რა თქმა უნდა, გუნდთან რაღაცები უნდა შეათანხმო. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა, სეზონის დამთავრების შემდეგ, პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ვუთხარი, ასეთი გეგმა მაქვს და რამდენად შეიძლება ნინაც ორსულად იყოს-მეთქი. არ არის პრობლემაო მიპასუხა. მასაც და ქეთი დევდარიანსაც ძალიან გაუხარდათ. მოკლეთ, სერიალში ამის თადარიგი დავიჭირეთ”,- ამბობს ანა ტყებუჩავა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close