პოლიტიკა

დაკითხვაზე “ბირჟა მაფიას” კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი დაიბარეს

თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე “ბირჟა მაფიას” კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელიც მივიდა. გიორგი გაგუას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის საგამოძიებო უწყებაში მშობლებთან ერთად მივიდა. კომენტარი არც მსახიობის მამას გაუკეთებია.

გიორგი გაგუას დაკითხვა სავარაუდოდ მის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, სადაც მან აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო “ბირჟა მაფიას” კლიპის შინაარსი, სადაც პოლიციაა გაშარჟებული. ვიდეოში პოლიციის როლის შემსრულებელი კლიპის შინაარსს ემიჯნება და აცხადებს, რომ სახის დაბლარვა ვიდეოში რეპ-ჯგუფს სწორედ თვითონ მოსთხოვა.

პროკურატურაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რეპერი „მასტერიც“  იკითხება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close