ცხოველთა სამყარო

დათვი სახელად ლელა ცხვარიჭამიაში დასახლდა

დათვი ლელა 10 წლის განმავლობაში ყაზბეგის რაიონის სოფელ ვარდისუბანში კაკო პაპას ოჯახში ცხოვრობდა. ამ რამდენიმე კვირის წინ კი მთლიანად შეიცვალა ლელას ცხოვრება. ის ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა ცხვარიჭამიაში სპეციალურად დათვებისთვის გაკეთებულ ნაკრძალ-თავშესაფარში ჩამოიყვანა, სადაც ლელა არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. პირველ ეტაპზე ბუნაგიდან გამოსვლის შიში ჰქონდა, რადგან 10 წლის განმავლობაში პატარა ვოლიერში იყო გამოკეტილი, არ უნახავს თავისუფლება… ახლა კი უკვე გაიარა ადაპტაცია და დანარჩენ დათვებსაც შეეჩვია, მათთან ერთად თამაშობს, ერთობა როგორც შეუძლია. შეიძლება ითქვას, ლელა თავს ბედნიერად გრძნობს ნაკრძალ-თავშესაფარში. ის თავისუფლად სეირნობს ტერიტორიაზე, რომელიც ელექტროღობითაა შემოსაზღვრული და რომელიც სპეციალურად მისთვის  თამაზ ელიზბარაშვილმა მსახიობ სოსო ჯიქურიშვილთან ერთად გააკეთა. ასევე ბატონი თამაზი სოსოსთან ერთად აპირებს კიდევ გააფართოოს ნაკრძალი-თავშესაფარი. ამ თვის ბოლოსთვის დასრულდება კიდევ 400 კვ.მ. მიწის ფართობის ელექტროღობით შემოსაზღვრა, სადაც მოიყვანენ ორ დათვს, რომლებიც უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფებიან. ასე რომ, ლელას და მის მეგობრებს სულ მალე კიდევ ორი მეგობარი შეუერთდება. იმედია, ისინიც ლელასავით მალე შეეჩვევიან ახალ გარემოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close