საქალაქო სასამართლოში წულუკიანი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის წინააღმდეგ მორიგი პროცესი გაიმართა. იუსტიციის მინისტრი შალვა ნათელაშვილისგან ტელევიზიით ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ლეიბორისტების ლიდერმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა. კერძოდ განაცხადა, რომ თეა წულუკიანს სტრასბურგის ბინის საფასური ბიძინა ივანიშვილმა დაუფარა. დღეს მხარეებმა საკუთარი მოთხოვნები წარმოადგინეს. შალვა ნათელაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და თეა წულუკიანს სასამართლოში იბარებს.

„იუსტიციის მინისტრი არ ცხადდება საკუთარ მონად გადაქცეულ სასამართლოში, რათა დაამტკიცოს საკუთარი საჩივრის მართებულობა, რომ არ არის კორუმპირებული. მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მობრძანდეს პროცესზე, სადაც მე დავუმტკიცებ ქალბატონ წულუკიანს, რომ ის კანონსა და სამართალს ყიდის ივანიშვილის მწვანე დოლარებზე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება 15 თებერვალს გამოცხადდება.

კომენტარები
Загрузка...