სამართალი და კრიმინალი

დავით როსტომაშვილი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

იუმორისტ დავით როსტომაშვილს ინგოროყვას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
საავადმყოფოში როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახი ინფორმაციის მედიისთვის გაცემის წინააღმდეგია.

ცოტა ხნის წინ კლინიკაში როსტომაშვილის ახლობლები და მეგობრები მივიდნენ. როგორც იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა განუცხადა, დავით როსტომაშვილი თავს კარგად გრძნობს.

„მითხრეს, რომ კარგად არის, ნახეს. კონტაქტურია. სხვა არაფერი ვიცი“, – აღნიშნა ბერულაშვილმა.

გია ბაღაშვილის თქმით კი, როსტომაშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

„ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. 5 წუთია, რაც გავიგე. მითხრეს, რომ თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი“, – აღნიშნა ბაღაშვილმა.

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს ცოტა ხნის წინ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მას თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

წყარო: ‘ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close