რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

დავით ნემსაძე: ეს არის რეორგანიზაციის შედეგად ჯარიდან გაყრილი ოფიცრების სია…

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა, სამხედრო ბლოგერმა, უფლებადამცველმა – დავით ნემსაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გამოაქვეყნა უკანონოდ, ქართული ჯარიდან გათავისუფლებული სამხედრო ოფიცრების სია.

დავით ნემსაძე:

_ მაშინ, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, მტერი ყველა კუთხიდან გვიტევს, როგორც ტრადიციული ისე ჰიბრიდული, ინტერვენციით ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაეცვა შეიარაღებული ძალები. საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ არმიაში ამუშავდა მავნებლური გეგმა, რომელსაც დაერქვა რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და რებრენდინგი. არმიიდან გაყრილი იქნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომგამოვლილი ვეტერანები, საბჭოთა კავშირის ავღანური მისიის საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრები.  ზუსტად ის ძალა, რომელიც ნებისმიერი ქვეყანას შეშურდებოდა საკუთარი არმიის აღმშენებლობისთვის და სიძლიერისთვის.

აი, ისინიც: 
   თადარიგის პოლკოვნიკი, მამუკა ლომოური, სამთო ტაქტიკის ერთადერთი მცოდნე 12 წიგნის ავტორი.
  თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ელგუჯა ურუშაძე, სამხედრო ქიმიის სპეციალისტი ორი წიგნის ავტორი.
   თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ხვიჩა გაბიევი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტანვარჯიშში, არმიის ლეგენდარული ფიზორგი, რომელსაც შეუძლია დაგეგმოს ჯარების მოკლე და ხანგრძლივი ფიზიკური მომზადების პროცესი.
   თადარიგის პოლკოვნიკი – მამუკა გოგიტიძე, სამხედრო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 
   თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი – კობა ბერიძე, ტულის საარტილერიო უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სრული განათლების მქონე ოფიცერი.
   თადარიგის არტილერიის პოლკოვნიკი, ანატოლი კუზნეცოვი.
   სამხედრო ავიაციის დამსახურებული მფრინავები, ბორტ ტექნიკოსები, რადიოტექნიკოსები და შეიარაღების სპეციალისტები.
    თადარიგის მაიორი, ვლადიმერ მელაშვილი.
   მათი უმრავლესობაც იძულებული გახდა მიეტოვებია სამშობლო. ზოგი სოფელში გაიხიზნა, ზოგი ლუკმა-პურის საშოვნელად, ბენზინგასამართ სადგურებზე დასაქმდა.
ქართული არმია კი ჩაიბარეს კოდორის ხეობის „ჩამბარებელმა“ მალხაზ მაკარაძისმაგვარმა სარდლებმა. თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში თავმჯდომარის ვაკანსიაზე გამოცდილი, ნაომარი პოლკოვნიკის ნაცვლად ისეთი ბიჭუნა დანიშნეს, გასროლის ხმა რომ გაიგონოს, დენთის სუნი კანს გაუღიზიანებს. თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისში ვხედავთ წარდგინებებს სამოქალაქო პირებზე გენერალ მაიორის ჩინის მისანიჭებლად.
მე, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა, რომელსაც მწამს ორი ფიცის: სამშობლოსათვის მიცემული ფიცი და ძმობის ფიცი. არ მწამს პარტიული ფიცების და პოლიტიკური ღვთაებების. ვიგრძენი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და იმ სამხედრო საზოგადოების წინაშე, ვისაც, სახელმწიფოს სახელით კოჰაბიტირებულმა ჰომოგენურმა მასებმა უსამართლოდ ,,გაარტყეს ლოყაში“. ამიტომ გადავწყვირე, შემექმნა ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი“ (რომელიც დღეს რეგისტრაციაში ჩავუშვი), სადაც ვაერთიანებ თადარიგის სამხედრო საზოგადოებას არამც და არამც პოლიტიკური იდეით და მიზნებით. პოლიტიკა ჩვენ არ გჭირდება. ამ მოცემულობისთვის ზედმეტად სუფთა სული გვაქვს. ხალხმა, რომელმაც სამშობლოს მივეცით ფიცი პოლიტ-პარტიულ ინტერესებში არასოდეს დავხურდავდებით.

ჩემი მიზანია, შევინარჩუნო ეს საზოგადოება. ისინი საქართველოს სჭირდებიან. ისინი ჩემი ქვეყნის რჩეული ფენას წარმოადგენენ.
პირველ ეტაპზე ჩემს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო სივრციდან ჩავხსნა ყველა ის დილეტანტი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ნულოვანი კომპეტენციით საუბრობს. მაგალითად, ხიდაშელის ლაქია გიორგი მოლოდინი ( ამ ხალხმა სერიოზული ფული შეჭამეს თავდაცვის უწყებაში ნეპოტიზმით. დილეტანტიზმის გამო უწყებიდან გადმობარგების შემდეგ კი გაუჩნდათ ილუზიები, რომ ამ მიმართულებით უფლება აქვთ, სემინარები იკითხონ და როგორც ამბობენ, ხალხი დაატრენინგონ. არადა, მათი კომპეტენცია სულ ისაა, რომ ხიდაშელის პოლიტპარტიული ლაქიები იყვნენ. მათ, არც სავალდებულო სამსახურის გავლით და არც სხვა რაიმე ფორმით შეიარაღებულ ძალებთან და ზოგადად უსაფრთხოებასთან შეხება არ აქვთ.

მეორე ეტაპზე ჩემი მიზანია, კომპეტენტური სამხედრო ჯგუფით შევიდე უნივერსიტეტებში, რათა მოვახდინო ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირება, თუ  რა არსი აქვს შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ვისაუბრებთ: ზოგადი უსაფრთხოების საკითხებზე, სამოქალაქო თავდაცვაზე, ქიმიო-ბიოლოგიური საფრთხეებიდან თავდაცვაზე, მიმოვიხილავთ გეოპოლიტიკურ საკითხებს, შევეხებით სამთო ტაქტიკის თემატიკას გამომდინარე ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან და განვიხილავთ სხვა შეიარაღებული ძალების სახეობების დანიშნულებებს.
ორგანიზაციის წესდების თანახმად დავაკვირდებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოვლენებს. გავაკეთებთ მათ სწორ ანალიზს და მივაწვდით საზოგადოებას. ასევე მოვახდენთ ჯარისკაცთა უფლებების დაცვას, კანონპროექტების დამუშავებას და ინიცირებას. თითოეული ქართველი მამაკაცი ვალდებულია, ჰქონდეს თუნდაც ზოგადი წარმოდგენა სამხედრო საქმეზე. უგუნური პოლიტიკით კი მათ ამის უფლება წაართვეს.
 P.S.
  ამასწინათ გაიჟღერა, რომ მარტო პარლამენტში ათეულობით მილიონერი პერსონა გვყავს. ძალიან კარგი, მაგათ პატრიოტიზმსაც გამოვცდი, ვნახოთ, ვის რამდენი გაემეტება ამ ქართული საქმისთვის. ჩვენ არ ვმათხოოვრობთ, ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით (საზოგადოება ყველაფერს გამჭვირვალედ იხილავს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ პრესას, ვივა დემოკრატია“).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close