საზოგადოება
დავით ნარმანია მთავრობაში გააგრძელებს მუშაობას?

დავით ნარმანია მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა, მთავრობაში დასაქმდეს. კონკრეტულად სად და რა თანამდებობას დაიკავებს არჩევნების შემდეგ მოქმედი მერი, არ აკონკრეტებს.
,,დაახლოებით 2 თვე ვრჩები დედაქალაქის მერად, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება. ამასობაში კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქნები იქ, სადაც ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში. ეს იქნება საჯარო სექტორში და არა მერიაში”.- განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე იქნება თუ არა ახალი სამსახური მთავრობაში, დავით ნარმანია პასუხობს რომ, სავარაუდოდ კი.