რედაქტორის გვერდისაზოგადოება

დავით ნარმანია: ბარს მოკიდონ ხელი და ქალაქი გაამწვანონ

დავით ნარმანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძრის ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს. იგი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს:

„ეს არის ნახანძრალი ხეები, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია, მათი ასეთი ქცევა, როდესაც ისევ დეზინფორმაციით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნება, ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შესტკივათ გული ჩვენს ქალაქსა და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close