საზოგადოება

დავით თევზაძე: მისი გამოხსნა ჩვენი – ჩემი და შენი ვალდებულებაა

,,თავისუფლება ტყვეობაში მყოფ ქართველ პილოტს, სოსო ოსურაულს!
მისი გამოხსნა ჩვენი, ჩემი და შენი ვალდებულებაა ქართველო!
ეს იგივეა, რაც ჩვენი მეობისთვის, ჩვენი ზნეობისათვის და ჩვენი მიწისათვის ბრძოლა.
დავანახოთ ყველას და პირველ რიგში საკუთარ ხელისუფალთ, რომ გმირის არც სიცოცხლეს დავთმობთ და არც სახელს.
დავანახოთ ყველას და პირველ რიგში, საკუთარ ხელისუფალთ, რომ ვიცით ჩვენი ჯარისკაცების ფასი.
დავანახოთ მის შვილებს, რომ თავიანთ მოლოდინში არ არიან მარტონი, რომ მერე ქვეყანაზე გული არ გაუტყდეთ და დაბზარული გულით არ იარონ დედამიწაზე… რომ მამის ღირსი კაცები დამდგარიყვნენ…” _ აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე და სოსო ოსარაულის 
ტყვეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი ისევ კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაშია. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ორი წლის წინ წასული მფრინავი კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. შვეულმფრენი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მართავდა, ამბოხებულმა ძალებმა ჩამოაგდეს და რამდენიმე მძევალი აიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close