სამართალი და კრიმინალი

დავით გომართელი სასამართლომ დაკითხა

ცენტრ პოინტის” საქმის ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაცვის მხარის ორი მოწმე, მომღერალი დავით გომართელი და გიორგი არველაძე დაიკითხნენ.

როგორც მათ აღნიშნეს, ისინი თავს დაზარალებულად არ მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ კომპანიამ მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

დავით გომართელის თქმით, მან არც იცოდა, რომ საქმეში პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, ვინაიდან არავითარი შეტყობინება საგამოძიებო ორგანოდან არ მიუღია.

საბოლოოდ, მოსამართლემ გურამ რჩეულიშვილის ადვოკატს სთხოვა, განსაზღვროს რამდენი მოწმის დაკითხვა იქნება საჭირო მტკიცებულებების გამოსაკვლევად, რათა სასამართლომ განსაზღვროს ვადები, თუ რა ვადაში დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close