რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

დავით ასათიანი: არავის არ აქვს უფლება, აკონტროლოს ადვოკატის მოსაზრებები და შეხედულებები

  დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი:

_ მეგობრებო, იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში მიმდინარეობს დისკუსია, მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული კრიტიკის ზღვარის რეგულირების და შესაძლო სანქცირების თაობაზე.

პირადად მე და ადვოკატთა ასოციაციის მმართველი გუნდის უმრავლესობას, ადვოკატის უმნიშვნელოვანეს უფლებად სწორედ საკუთარი მოსაზრებების, პოზიციების (მათ შორის, მწვავე და კრიტიკულის) თავისუფლად გამოხატვის უფლება მიგვაჩნია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის დემოკრატიულ საზოგადოებაში და აქვე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლომდე ამ პრინციპების ერთგულნი დავრჩებით.

მინდა ყველამ სწორად და გარკვევით გაიგოს, რომ – ,,არავის არ აქვს უფლება, რაიმე სახით აკონტროლოს ადვოკატის მოსაზრებები თუ შეხედულებები” !!!!!!

სტრასბურგის სასამართლომ, საქმეზე – Nikula v. Finland, უკვე დიდი ხანია განმარტა შემდეგი: “ადვოკატს ცენტრალური ადგილი უკავია მართლმსაჯულების ადმინისტირების პროცესში, რადგანაც იგი, როგორც განსწავლული პროფესიონალი, წარმოადგენს ერთგვარ შუამავალს საზოგადოებასა და სასამართლო სისტემას შორის. ამიტომაც, ადვოკატის მიმართ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მან უზრუნველყოს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობა. ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევამ, შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით, რითაც განმტკიცებულია ბრალდებულის უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი. ამდენად, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვან ქვაკუთხედს ადვოკატის თავისუფლება წარმოადგენს.”

ამასთან, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ სოციალურ მედიაში, ზოგჯერ ადგილი აქვს ადვოკატების მიმართ საჯარო ბრალდებებს და მძიმე პირად შეურაცხყოფას, რაც შეუთავსებელია პროფესიულ ეთიკასთან და ლახავს ზოგადად ადვოკატის პროფესიის ღირსებას საზოგადოების თვალში.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს საჯარო განცხადებებს და გამოსვლებს მედიაში, ზედმიწევნით დავიცვათ პროფესიული ეთიკა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნოთ ადვოკატის პროფესიის ავტორიტეტზე.

კონკრეტული ადვოკატის მაღალი რენომე საკმარისი არაა, ჩვენ უნდა შევძლოთ და კორპორატიული რეპუტაცია და საზოგადოების პატივისცემა მოვიპოვოთ, როგორც ერთიანმა და ძლიერმა პროფესიულმა გაერთიანებამ.

ერთად გავაძლიეროთ ჩვენი პროფესია!!!!! ეს სჭირდება დღეს საზოგადოებას, მართლმსაჯულებას და ჩვენს ქვეყანას !!!!

პ.ს.

,,ევრონიუს ჰოლდინგი” ამ თემაზე შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს დავით ასათიანთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close