საზოგადოება

,,დავალებების შემსრულებელი პროკურორებით და მოსამართლეებით გინდათ ,,გამაოცებელი“ დემოკრატიის დამყარება?”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ნათია სონღულაშვილი აჭარის პროკურორად დაუნიშნავთ. ქალმა, რომელიც წინა ხელისუფლების ყველა აკვიატებას ასრულებდა და ,,აპრავებდა“ მას, ,,სამართლიანობის აღმდგენ“ ხელისუფლებაში გაიკეთა კარიერა და ახლა, აჭარას დაუყენეს მთავარ დამცველად, სამართალსა და სამართლიანობას!

ეს არის ქალი, რომელმაც გაწირა ჩემი და კიდევ სხვების ოჯახები; რომელიც ასრულებდა და ურცხვად ,,აპრავებდა“ წინა ხელისუფლების ყველა აკვიატებას და ეს ქალბატონი ,,სამართლის აღმდგენების“ მიერ წინაურდება და წინაურდება. სიმართლის და სამართლის აღმდგენები და დამწესებელები კი არა, მატყუარები და თაღლითები ხართ ქოცხელისუფლებავ! ის ხალხი მოატყუეთ, ვისაც სჯეროდა თქვენი, თორემ ჩვენ ისედაც ვიცოდით, რა ,,ხვითოები“ იყავით! ვიცოდით, რომ ოლიგარქები მხოლოდ საკუთარ თავსა და შემოსავლებზე ფიქრობენ და ხალხი ფეხებზე კიდიათ. მით უმეტეს, თუ კულუარებიდან მართვენ და კანონით, არაფერზე პასუხი არ მოეკითხებათ. დავალებების შემსრულებელი ასეთი პროკურორებით და მოსამართლეებით გინდათ ,,ევროპის გამაოცებელი“ დემოკრატიის დამყარება?! ვროპული ვერა, მაგრამ ოლიგარქიული სამართალი და დემოკრატია კი დაამყარეთ. და რას ამობობთ ახლა, რომ წესიერი, პატიოსანი ხალხი დაილია, ამ ურცხვ და ავტორიტეტმობრეცილებს რომ ნიშნავთ და აწინაურებთ?! არ დაილია, მაგრამ დავალების უტყვი და ურცხვი შემსრულებელი ყველა უნამუსო ხელისუფლებას ჭირდება და რატომ იტყვით უარს?! და მარტო მოსამართლები და პროკურორები?! ჩემს ძმას, რომელიც სონღულაშვილის მოღრეცილი სამართლით, კინაღამ საწოლს მიეჯაჭვა და 7 ნოემბრის პროცესების მხვერპლი იყო, სრულიად უდანაშაულო კაცს, ბესელია-კაკაბაძის ,,სამართლიანობის მსაჯულმა“ ტანდემმა, პოლიტიკური პატიმრის სტატუსიც არ მისცა, როცა ის ფულის სუნით აქოთებული სია კრიმინალებით და სამშობლის გამყიდველებით იყო გადაძეძგილი. ამ შემთხვევაში ნათია სონღულაშვილია თქვენი და თქვენი დირექტორის სამართლიანობის სახე, თორემ ისე, ასობით გყავთ მასეთი ,,სახელოვანი“! თუმცა რაც ერი, ის ბერი! რაც თქვენ ხართ, რაც პატრონი გყავთ, ისაა თქვენი კადრებიც! უვიცები, უსუსურები და ფულსა და სკამეზე დახამებულ-გაყიდულები ხართ!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close