საზოგადოება

„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ მმართველი კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ მმართველი კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
🔹 შეხვედრაზე მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და პროკურორებმა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ საქმიანობისა და აღნიშნული ფორმატის სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელეს.
🔹 შეხვედრის ფარგლებში სასამართლო პრაქტიკაში არსებული იმ გამოწვევების ნუსხა განისაზღვრა, რომლის თაობაზეც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ თემატური სექციების (ე.წ. ბენჩ-ბარის) შეხვედრები გაიმართება.
🔹 ასევე, მმართველი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ საქმიანობაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის გზებიც განიხილეს.
🔹„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა და USAID – ის რეგიონულმა მრჩეველმა სამართლის უზენაესობის საკითხებში, ირინა ლორთქიფანიძემ.
🔹„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა USAID – ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
☑️ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატს საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრების, დიალოგისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close