რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,გურულ კაცს რომ დააძინებ, წარმოიდგინეთ, რა უინტერესოდ უნდა ილაპარაკო”

,,ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციის სახალხო განხილვა კურიოზებით დაიწყო. რაჭველებმა პრემიერ-მინისტრის ვინაობა ვერ გაიხსენეს და მთელი ცოდო-ბრალი, კვირიკაშვილის ნაცვლად, ღარიბაშვილს აჰკიდეს მხრებზე. ფიცხი გურულებისთვისაც კი ისეთი მოსაწყენი აღმოჩნდა ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომ ზოგიერთებს, მოსმენის დროს ჩაეძინათ.

 ნათია შარაშენიძე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან:

_ საინტერესოა, რატომ ჰქვია ამას საჯარო განხილვა, როცა დარბაზში სხედან მხოლოდ საჯარო პირები? გუშინ, ჩოხატაურში იყო კონსტიტუციის განხილვა და ოზურგეთიდან ჩაიყვანეს საჯარო მოხელეები. თუ უნდოდათ, რომ საჯარო ყოფილიყო ეს პროცესი, იქ უნდა მიეპატიჟათ კონკრეტული სოფლების წარმომადგენელები და ეკითხათ მათთვის, მოსწონდათ თუ არა ახალი კონსტიტუციის პროექტი. საჯარო მოხელეები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ წავლენ და მართლაც, მათ ყველაფერი მოსწონთ.

იმდენად მონოტონური და უღიმღამოა ეს განხილვები, რომ ხალხს დარბაზში სძინავს. გურულ კაცს რომ დააძინებ, წარმოიდგინეთ, რა უინტერესოდ უნდა ილაპარაკო. კონსტიტუციის განხილვის დროს ხალხი ხვრინავდა.

ხელისუფლებას გაუჭირდა და ამას თავადაც ხვდება. ახლა ცვლიან კონსტიტუციას, რათა ჩოხასავით მოირგონ და მდგომარეობა არ დაკარგონ. ამ ახალი კონსტიტუციით უნდა ,,ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენა. ესაა ყველაზე დიდი ზიანი, რომელიც ამ კონსტიტუციის მიღებით მიადგება ქართველ ხალხს.

გთავაზობთ ,,გურია ნიუსი”-ს ფოტოებს:

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close