დაბადების დღის აღნიშვნისა და სხვა სადღესასწაულო წვეულებებისთვის ბავშვთა გასართობი ცენტრები თბილისში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მსგავს დაწესებულებებს მოხმარებელი საკმაოდ ბევრი ჰყავთ. ,,ფოსტალიონი” ერთ-ერთ ასეთ ცენტრს- ,,მიკი ლენდს” დაუკავშირდა და მის ახალგაზრდა მენეჯერს, გურამ ნებიერიძეს გაესაუბრა. გურამი ძალიან მხიარული და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

,,მიკი ლენდი” დიდი დიღმის დასახლებაში სულ რაღაც 2 თვეა ფუნქციონირებს, თუმცა თავისი ორიგინალობით და სწორი მენეჯმენტით, უკვე მოიპოვა პოპულარობა.

   გურამ ნებიერიძე: 

–  ცენტრი 2 თვეა რაც გაიხსნა. მისი დამფუძნებელი გიორგი ტატიშვილი, ჩემი მეგობარია.  მივიღე შემოთავაზება და ამისათვის მისი მადლობელი ვარ. გიორგი გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც ნებისმიერ სფეროში აქვს უნარი საქმის კეთების და პასუხისმგებლობიასაც არ გაურბის. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მას დახმარებას გავუწევ.  დიდ დიღომში ასეთი ცენტრის გახსნა უკვე ბიზნესი კი არა, ვალდებულებაცაა. სადაც ცხოვრობ და სადაც ზრდი შვილებს, აუცილებელია, ფუნქციონირებდეს  მსგავსი ტიპის გასართობი ცენტრი, რათა ბავშვებს ცხოვრება გაულამაზო. მოგეხსენებათ, დიდი დიღომი  როგორ გაიზარდა და გაფართოვდა.

 _ ცენტრი მარტო დიდი დიღმის მოსახლეობაზე არ იქნება გათვლილი…

_ რა თქმა უნდა. ჩვენი კარი ღიაა ყველა სტუმრისთვის. გარდა იმისა, რომ ცენტრში ეწყობა ულამაზესი და განსხვავებული დაბადების დღეები,  გვაქვს გამოძახების სერვისიც, როგორც საბავშვო ბაგა-ბაღებში, ასევე, მშობლისთვის სასურველ ადგილზე. ვთავაზობთ საუკეთესო მომსახურების პაკეტს,  რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ოჯახისთვის.

 _ რა იგულისხმება გამოძახებაში? 

_ ზოგი დღესასწაულს სახლში იხდის, ზოგი კაფეში, ზოგიც საბავშვო ბაგა-ბაღებში. ჩვენ ვუგზავნით დიჯეის, ანიმატორებს.  გააჩნია, როგორი გამრთობები უნდათ. ამოუწურავია მშობლების ფანტაზიები.

 _ როგორც გავიგე, მშვენივრად უკრავთ.  ალბათ მუსიკალური განათლება გაქვთ და ამ საქმიანობაში ეგეც გიწყობთ ხელს. ასეა?  

_ პროფესიით მუსიკოსი არ ვარ, არც მსახიობი. თუმცა ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში და შემდეგ შევიცვალე პროფესია. ამბობენ, რომ მოზღვავებულად მაქვს სამსახიობო ნიჭი, რაც, ალბათ, დამეხმარება. ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი, ვფიქრობ, შორს არ უნდა იდგეს მენეჯერის პოზიციისგან, მაგრამ მაინც, უმთავრესი, ბავშვების სიყვარული და საქმის კეთების სურვილია!
ბავშვობაში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ემოციები დღემდე მახსოვს. ასევე, უამრავი გეგმა, ფიქრი, რაღაცნაირი შფოთვა, ფაციფუცი და გაურკვეველი სიხარულის შეგრძნება. მახსოვს მოლოცვები, თუმცა ნაკლებად მახსოვს მზადება, სტუმრები და საჩუქრები, ამას ყოველთვის მარტო დედა ახერხებდა.  ჩემი დაბადების დღე გარკვეულ იმედგაცრუებასთანაც ასოცირდებოდა …

  _ რატომ?

_ იმიტომ, რომ 15 აგვისტოს დავიბადე. დარწმუნებული ვარ,  დიდი სიხარული და ბედნიერება იყო  ჩემი მშობლებისთვის მეორე ბიჭის დაბადება, მაგრამ არავის უფიქრია  იმაზე, რომ ,,გაგანია” ზაფხულში, ჩემს დაბადების დღეს, არასდროს ვიქნებოდით თბილისში არც  მე და არც ჩემი მეგობრები. არადა, სულ მქონდა და მაქვს დღემდე შეგრძნება, რომ ეს დღე განსაკუთრებული და მხოლოდ ჩემი იყო. ვიეტნამელებს ჰქონიათ საინტერესო ტრადიცია: ყველას დაბადების დღე, თურმე ახალ წელს აღინიშნება. მათი ტრადიციების მიმდევარი არ ვარ და რა უნდა მექნა? დავრჩი მთელი ბავშვობა მეც ასე, ახალი წლის მოლოდინში. ახალ წელსაც ვზეიმობ და დაბადების დღესაც. ვაშა! (იცინის)
ხოდა, ახლა, ,,მიკი ლენდში” აუცილებლად ავინაზღაურებ ბავშვობის წლების დანაკლისს, ჩვენს სტუმრებს ისეთ დღესასწაულებს მოვუწყობ, როგორზეც მე ვოცნებობდი.

   _ როგორ გეგმავთ ღონისძიებებს?

_ ნებისმიერ ღონისძიებას და მის დაგეგმვას ორი მხარე აქვს:
ვინც აკეთებს:- ღონისძიების მენეჯერი და დამკვეთი. იდეალური ვარიანტია, როცა ორგანიზატორი (მენეჯერი, შემსრულებელი) დამკვეთს სთავაზობს მრავალფეროვან გარემოს, სადაც გართობა კომბინირებულია საინტერესო სიახლეების გაზიარებით. მსგავსი ღონისძიების შედეგად მიღებული შთაბეჭდილება ყოველთვის პოზიტიური და დაუვიწყარია.
ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ორიგინალური და განსხვავებული ყოფილიყო ბავშვებისთვის ცენტრის გარემო. ისინი აუცილებლად დადებითი ემოციებით დაბრუნდებიან სახლებში, რადგან უამრავი გასართობის გარდა მათი განწყობის შექმნაზე გამოცდილი ანიმატორები ზრუნავენ. ყველა მშობლისთვის შექმნილია დასასვენებელი ადგილი, შეუძლიათ, მიირთვან ცივი სასმელები- ყავა და ტკბილეული, თან მშვიდად ადევნონ თვალი მათი პატარების საზეიმო განწყობას.

 –  რითია განსხვავებული თქვენი გასართობი ცენტრი?

_ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით! ყველა პატარა ამ დღისგან აუცილებლად მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულს, ხანდახან ჯადოსნურსაც კი და სჯერათ, რომ ოცნებები, სწორედ ამ დღეს შეიძლება ახდეს. ყველა ოჯახი ვერ ახერხებს, გაულამაზოს დღე თავის პატარებს, უბრალოდ არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა, ან ზოგადად მოკლებული არიან მშობლიურ გარემოს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ისეთი ბავშვების სულიერ სამყაროზე, რომლებიც მოკლებული არიან  ოჯახურ გარემოს  და შევუქმნათ მათ მსგავსი,  ალტერნატიული გარემო. ყველა პატარას ერთნაირად ელის დაუვიწყარი დაბადების დღე, გამოცდილი დიჯეი, მოწვეული ანიმატორები და უამრავი სიურპრიზები.

  _ როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მსურველები?

_ ,,მიკი ლენდი/Mickey land” მდებარეობს დიდ დიღომში, მირიან მეფის 17-ში, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილთან” ახლოს, ,,იმედის” კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. ყველა მსურველს შეუძლია დარეკოს ნომერზე 597 83 58 35. ჩვენი ფეისბუქგვერდია: Mickey land

კომენტარები
Загрузка...