სამართალი და კრიმინალი

გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

გურამიშვილის გამზირის მიმდებარედ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ორი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ, სადაც ტურნირი მიმდინარეობდა, როდესაც მათ თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close