რედაქტორის გვერდიცხოველთა სამყარო

გუდაუთაში მამაკაცმა ავტომატი ძაღლს ესროლა

აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში მამაკაცმა ავტომატი ესროლა ძაღლს, რომელსაც ეთამაშებოდნენ ბავშვები. შეშინებულმა ბაშვებმა, არ მიატოვეს დაჭრილი მეგობარი და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ვინაიდან აფხაზეთში ვერ იპოვეს ვეტერინარი, რომელიც ოპერაციას გაუკეთებდა ძაღლს, გადაიყვანეს ქალაქ სოჭში. სოჭში ექიმებმა ძაღლის დაძინება ურჩიეს, რაზეც ამ ახალგაზრდებმა უარი თქვეს და ისევ გუდაუთაში დააბრუნეს. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ჩვენი თავშესაფრის მეპატრონეს თამაზ ელიზბარაშვილს და დახმარება სთხოვეს. ბატონმა თამაზმა თანხმობა უთხრა ძაღლის მიღებასა და გადარჩენაში. ძაღლის გულშემატკივარმა აფხაზმა ახალგაზრდებმა ზუგდიდელი მეგობრების დახმარებით მდინარე ენგურზე გადმოიყვანეს ძაღლი, ჩააბარეს ქართველ მეგობრებს, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება ძაღლის თბილისში ტრანპორტირებას.

ძაღლი გზაშია და რამდენიმე წუთში თბილისში იქნება. თბილისის შემოსასვლელში დახვდება ჩვენი სამაშველო ჯგუფი და მას გადაიყვანს ცნობილ ვეტერინართან აკაკი რუაძესთან. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close