საზოგადოება

,, გოუწია თავ კონტროლი პრემიერმა?,,

4 ათასზე მეტი რომ გყავს დღეში ინფიცირებული და 42 ადამიანი გყავს სულ კარანტინში, ლაზარეთია მთელი ქვეყანა, მა რა არის?

აქვს სიცხე და სიმპტომები, რეკავს ცხელ ხაზზე და ეუბნებიან, ტესტი გაიკეთეო…

მიდის ფეხით, ტაქსით, ავტობუსით, მეტროთი…

დგება რიგში სიცხიანი…

შეიძლება, პირველი პასუხი იყოს უარყოფითი ..

შემოახველა ვიღაცამ, მაგრამ რიგი კლასტერი არაა!

2-3 დღეში ისევ მიდის, ტაქსით, ავტობუსით, მეტროთი, ფეხით..

ისევ დგება რიგში

უდასტურდება!

მოდის, რეკავს ისევ ცხელ ხაზზე, ან გადაჰყავთ, ან არა

გადაიყვანეს!

დარჩნენ სახლში ოჯახის წევრები, ყველა კონტაქტია…

მიდიან 2-3 დღეში ფეხით, ავტობუსით, მეტროთი, ტაქსით, იტესტებიან, რიგში დგანან…

არ დაუდასტურდათ ..

2-3 დღეში ისევ მიდიან…

დაუდასტურდა ერთს, სხვებს – არა!

 

მეორე ვარიანტი:

არ გადაჰყავთ ის პირველი პაციენტი!

სახლშია და ოჯახი უვლის.

დადიან ოკახის წევრები ტესტირებაზე 2-3 დღეში ერთხელ

კითხვა – ე.წ. კლასტერებს, ოჯახის წევრებს, ვინ აჭმევს, როგორ გგონიათ?

ვინ დადის მათ ნაცვლად მაღაზიაში?

მართლა გგონიათ, რომ რესტორნიდან იძახებენ სადილს და ვახშამს?

ვინ აუნაზღაურებს იმ დღეების ხელფასს?

მართლა გგონიათ, რომ ყველა კონტაქტი სამსახურს აცდენს?

ეს დღეები სულ რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და მართლა გგონიათ, რომ მათი კონტაქტები სახლებში სხედან? ან სახლებში რომ დასხდნენ, შიმშილით არ დაიხოცებიან?

დღეს დაფიქსირდა 4 216 ახალი შემთხვევა და აქედან კარანტინშია 42 ადამიანიო!

თვითიზოლაციაში რამდენია, არ წერია!

ანუ, 4216 ადამიანიდან, თითოს, მინიმუმ 3 კონტაქტი ხომ ეყოლებოდა სახლსა და სამსახურში, მეგობრებსა და ახლობლებში?

აი, მინიმუმ…

12 ათასზე მეტი ადამიანი უნდა იყოს ახლა კარანტინში!

ერთი ამდენი გუშინ!

ერთი ამდენი იმის წინ!

მერე იკითხავენ, როგორ ვრცელდებაო!

სუფრების არ იყოს!

დიდი სუფრა აკრძალულია, მაგრამ მე ვერ ვაკონტროლებ და თავ კონტროლი გაუწიეო…

გოუწია თავ კონტროლი პრემიერმა?

ეგ ღია სივრცეში იყოო…

ღია სივრცეში ჩავატაროთ 500 კაციანი ქორწილები?

არაო!

რომ ჩავატაროთო?

დაჯარიმდებითო!

ღარიბაშვილიც დაჯარიმდებაო?

მიმართეთ პრესცენტრსო!

პრესცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი პარალელურად წერს, მამა პეტრემ დამბლოკა და დებილია ეგ და მავნებელიო!

ჯანდაცვის სამინისტრომ, ტურისტები აღარ ჩამოდიან მაააინც და ლაზარეთების მოწყობა აღარ დამჭირდება სასტუმროებში დაგაწვენთო!

მეტი რაღა ლაზარეთი გინდათ, მთელი ქვეყანა ლაზარეთია!

4 ათასზე მეტი რომ გყავს დღეში ინფიცირებული და 42 ადამიანი გყავს სულ კარანტინში, ლაზარეთია მთელი ქვეყანა, მა რა არის?

პრემიერს ყანწი მიართვით, ჭიქა არ მოუხდა.

თამო კეშელავა, ჟურნალისტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close