რედაქტორის გვერდისაინტერესო

გოგონა, რომელიც მაიმუნებთან ცხოვრობს

   ინდოეთის პოლიციამ მცირეწლოვანი გოგონა გადაარჩინა, რომელიც წლების განმავლობაში ტყეში მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. გოგონა ერთ-ერთ ნაკრძალში მაიმუნების გარემოცვაში შემთხვევით აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ბავშვის ასაკი 8-დან 10 წლამდე მერყეობს. ის ოთხივე კიდურის გამოყენებით გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, მაიმუნების მსგავს ხმებს გამოსცემს და ექიმებს ცხოველებისთვის დამახასიათებელი ჟესტებით ეკონტაქტება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ცხოველების გარემოცვაში ჩვილობის ასაკიდან მოხვდა. მისი ვინაობის დადგენა კი შეუძლებლად მიაჩნიათ.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close