საზოგადოება

,,გირჩი” ეკლესიის გასაბერად ტერიტორიას არჩევს

,,გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია ,,ბიბლიური თავისუფლება” ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

,,უფრო და უფრო ახლოვდება ჟამი, როდესაც თავისუფლებამოყვარულ ადამიანებს შეგვეძლება გავბეროთ საკუთარი ეკლესია. ეპისკოპოსთა კრება მსჯელობს ეკლესიის პრეზენტაცის სავარაუდო ლოკაციის შესახებ, ანუ ვარჩევთ ადგილს, სადაც პირველად გავბერავთ ეკლესიას.

ჩვენ, გსურს გავიგოთ თქვენი, მღვდელმდახურების და მრევლის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, კონკრეტულად რომელ ლოკაციაზე იქნებოდა სასურველი ამ ისტორიული ფაქტის განხორციელება? ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, გარდა ღვთის წყალობისა, საჭიროა თქვენი შემწეობაც, ამიტომ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ანგარიშის ნომრებს:

მსურველები შეგვეწიეთ მითითებულ ანგარიშზე
ანგარიში ლარში – GE60TB7791136080100005
დოლარში – GE60TB7791136080100005
ევროში – GE18TB7791136180100001
თიბისი ბანკი.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close