,,გადადგომა ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას არ ემთხვევა,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს. მან ასევე ისაუბრა თანამდებობაზე  შესაძლო დარჩენასთან დაკავშირებით. ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ამ კუთხით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა:

,,კი ბატონო, გადადგომა გასაგებია, მაგრამ მეორე სერიაში რა ხდება?! რომ იცოდეთ, მე მეორე სერიაში აღარ გამოვდივარ, არ ვაპირებ კენჭისყრას თქვენს ვერსიაში. ამიტომ დალაგებული უნდა იყოს, ვინ უნდა იყაროს კენჭი ჩემი გადადგომით შემდეგ. ბევრმა პოლიტიკოსმა მომიწოდა ამის გაკეთება. კენჭისყრას მათთან ერთად განვიხილავ – დავჯდები, რას აპირებენ, როგორ აპირებენ და ვნახოთ,” განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევით, საქართველოს პრეზიდენტი ვადამდე უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საშუალება კიდევ 5 წლით გაუხანგრძლივოს.

 

კომენტარები