პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

“დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. ვფიქრობ, იმისთვის რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში უნდა შევხედოთ ვითარებას, ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ პროცესი აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და იმიჯს და შეაჩროს ეს პროცესი. დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი დიალოგის, კონსესუს ღრებულებებიდან გამომდინარე. 6 თვე დასჭირდა იმას, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ევროპიდან ეთქვათ, ქვეყნის დემოკტარიულ განვითარებას ნუ შევიყვანთ კრიზისში”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტამდე ბუკიკიო პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა თქვა

“მათ ვუთხარი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას”,  – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული შეფასება გუშინაც გააკეთა მან პროცესებთან დაკავშირებით თქვა:

“დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი ძალიან იმედისმომცემი იყო”, – განაცხადა ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრასაც გეგმავს.

ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.

კომენტარები