პოლიტიკარედაქტორის გვერდი

გიორგი კვირიკაშვილი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ობიექტური

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებს ხარების დღესასწაული მიულოცა და პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.

,,ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა პრეზიდენტის, სადაც მან წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, როგორც არის სასამართლო სისტემა, ეკონომიკური რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაერთიანება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი მეგობრების აზრით, არის შესამჩნევი პროგრესი.

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური,” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close