საზოგადოება

გიორგი თევზაძის საგანგებო განცხადება მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე მიესალმება საქართველოს პარლამენტის წევრების და საქართველოს ხელისუფლების ერთიან პოზიციას კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერი დაფიქსირდეს. მისი თქმით, ეს პასუხობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თევზაძე ასევე აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართული მიწების გარკვეული ნაწილის მესაკუთრე აღმოჩნდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და უცხო პირთა მიერ დაფუძნებული კომპანიები თუ ბანკები. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩებოდა მიწის საკუთრების გარეშე, რაც საბოლოო ჯამში, სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა.

 გიორგი თევზაძე:

_ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე, ზოგიერთი ჩინოვნიკისა თუ ფიზიკური პირის მიერ გასხვისებული იქნა უცხოელ მოქალაქეებზე მნიშვნელოვანი მიწის ფართობები, რითაც, ზოგიერთ შემთხვევაში,  საძოვრების გარეშე დარჩა ადგილობრივი მოსახლეობა, რაც, ალბათ, პროკურატურის დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. მაგალითად, თუნდაც ბოლო დროს კუმისში დაფიქსირებული ფაქტები, რასაც აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მიმაჩნია, რომ კოსტიტუციის მიღებამდე უნდა გამოცხადდეს უცხოელ მოქალაქეებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი. ამასთანავე, შესაძლებელია, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს თუ მესამე სექტორის წარმომადგენელს, ( ზოგჯერ მესამე სექტორის ზოგიერთი წარმომადგელის ცალკეულ პოზიციას, რატომღაც, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება მესამე სექტორის ერთიან პოზიციად წამოაჩენს, რაც არასწორი მიდგომაა მათი მხრიდან). ამას ამართლებენ იმით, რომ ქართული მიწის გასხვისება თითქოსდა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში ინვენსტიციების მოსაზიდად. ეს გადაწყვეტილებები სცილდება დემოკრატიის ჩარჩოებს.

მსურს, მათ გასაგონად განვაცხადო, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და თუნდაც ამ მიმართულებით შემოსული ინვესტიცია ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებაზე. რაც შეეხება დემოკრატიული ღირებულებებზე მინიშნებას, შეუძლიათ, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას მიწის რესურსების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომლებიც წამყვან ქვეყნებად არიან აღიარებული დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close