რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიორგი თევზაძე: რუსეთს სურვილი აქვს, შური იძიოს ქართველ მეომრებზე

უფლებადამცველი და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი – გიორგი თევზაძე, უკრაინაში დაკავებულ ქართველ მეომართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იგი პრემიერ-მინისტრსა და უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და ქართველი ჯარისკაცის სათანადო დახმარებას ითხოვს.

„აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მებრძოლი ქართველი მეომარი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, როგორც მისი უკრაინელი ადვოკატი აღნიშნავს, დაკავებულია რუსეთის მიერ გამოგონილი ცრუ ბრალდების საფუძველზე ინტერპოლის მიერ. რუსეთს სურვილი აქვს, შური იძიოს იმ ვაჟკაც მეომრებზე, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ როგორც აფხაზეთში, ასევე 2008 წლის აგვისტოში, სამაჩაბლოში და იცავდნენ საკუთარი  ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ქართველი მეომრის დაცვა არის სახელმწიფოს ღირსების საქმე. სხვა შემთხვევაში, არცერთ მეომარს არ ექნება იმის რეალური განცდა, რომ მათ იცავს თავისი ქვეყანა, სახელმწიფო. დაკავებულის უკრაინელი ადვოკატი მედიასთან  გარკვეულ კითხვებს სვამს. პირველ რიგში კი მას აინტერესებს, როგორ შეიძლებოდა, რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო გია ცერცვაძის სპეციალური მონაცემები? იმედია, ეს კითხვები საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესებისა და შესწავლის საგანი გახდება.

კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და პირადათ პრემიერ მინისტრს. ქართველი მეომრის დაცვა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, საზოგადოებისა და ქვეყნის ღირსების საქმეა. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სიცოცხლისათვის, მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად და საქართველოში დასაბრუნებლად. ასევე მივმართავ უფლებადამცველ საერთაშორისო ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ და დაიცვან გია ცერცვაძის უფლებები”_  ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close