საზოგადოება

გიორგი თევზაძე: მივესალმები, თუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. მან წარმოდგენილი კანონპროექტის კანონად ქცევა მნიშვნელოვანად მიიჩნია. როგორც უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ აღნიშნა, თავისუფალი გამოხატვისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის ზღვარი უნდა არსებობდეს, ამიტომაც, ის მიესალმება წარდგენილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება.

,,დადებითად ვაფასებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დაფიქსირებულ მხარდაჭერას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ მხარდაჭერილი იქნება აღნიშნული კანონპროექტი და იგი იქცევა კანონათ, რითაც “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” შევა ცვლილება. კერძოდ, სპეციალური მუხლის “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 1551 —ე მუხლი დაემატება, რომლის მიხედვით: 1. რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას — დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით — ერთ წლამდე. 2. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება — დაისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. აუცილებელია, საქართველოს საპატრიარქო აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში და თავისი პოზიცია დააფიქსიროს”_  განაცხადა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close