საზოგადოება

გიორგი თევზაძე: იგეგმება ხეების მასიური გაჩეხვა

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია -„ თქვენი უფლებების“ სპიკერი – გიორგი თევზაძე  ხელისუფლებას მიმართავს.

გიორგი თევზაძე:

_ სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ნგრევის პროცესი, რაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების საგანი ხდება. ჯერ იყო საყდრისი… ეხლა კი ფიტარეთის მონასტერია საფრთხეში, რომელიც ხვალ, შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ადვილად შესაძლებელია, დაეკარგოს შთამომავლობას.

ამასთანავე, როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, „იგეგმება, ბნელ ხევში მასიურად ხეების გაჩეხვა, რაზეც თურმე შესაბამისი ნებართვაა გაცემული .“ საინტერესოა, კიდევ რომელი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი შეიძლება შეეწიროს ვიღაცის ხუშტურებს თუ ბიზნესს. საზოგადოებაში ჩნდება ვარაუდი, რომ ხელისუფლებისა და გავლენიან პირთა მხარდაჭერის გარეშე ასეთი გადაწყვეტილებას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ვერ მიიღებდნენ, ანუ როგორც ეს საყდრისის მაგალითზე განხორციელდა.

მივმართავთ ხელისუფლებას, მათი პოზიტიური ვალდებულებაა, დაიცვას, მოუაროს საქართველოს ისტორიული მემკვიდეობის ძეგლებს და გაუფრთხილდეს მას, რამეთუ, მომავალი თაობები არავის აპატიებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close