საზოგადოება

გიორგი თევზაძე: დავით ასათიანი მეორე ტურის შემთხვევაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ადვოკატთა არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და მისი ლეგიტიმურობა ეჭვისქვეშ ვერ დადგება. ამის შესახებ ისაუბრეს საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მეორე ტურის შემთხვევაშიც, დავით ასათიანი დიდი უპირასტესობით გაიმარჯვებს” – აღნიშნა გიორგი თევზაძემ. მან ჟურნალისტისტების კითხვებსაც უპასუხა.

  _ ბატონო გიორგი,რამდენად ობიექტური იყო ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნები?

– მოგეხსენებათ, არჩევნები ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ. დავით ასათიანმა ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო – 1128 ხმა. მან კონკურენტებისაგან განხვავებით, ყველაზე დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. არჩვნებში ყველა თავჯდომარეობის კანდიდატს კომისიაში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ის, რომ დავით ებრალიძემ დავით ასათიანს გამაჯვება მიულოცა. ასევე, სხვებმაც მიბაძეს მას, დამარცხებულებმა ღირსეული გამარჯვება მიულოცეს ასათიანს, თუმცა ყველას ამას ვერ მოსთხოვ.

  –როგორც აცხადებენ, არჩევნების დროს ბიულეტენები მოიპარეს და გაააყალბეს…

_ ზაზა ხატიაშვილის მიმართ ასეთი განცხადება არის ყოველგვარ რეალობას მოკლებული. ეს სამარცხვინო და ტყუილია. უბრალოდ სასაცილოა. ეს მიმართული იყო ნებით თუ უნებლიედ ადვოკატთა ინსტიტუტის დისკრინაციისათვის საზოგადოების თვალში და ამ ინსტიტუტის დაშლისაკენ.

  _ მაინც რა მოხდა ადვოკატთა არჩევნებზე?

_ როცა კენჭისყრა დამთავრებული იყო, საარჩევნო ყუთები დალუქული და მას იცავდა დაცვა, ერთ-ერთ ადვოკატს, რომელიც წარმოადგენდა დამოუკიდებელი ადვოკატის კომისიის წევრს და მხარდამჭერს, ხელში ეჭირა ბიულეტინი, რასაც მოჰყვა ზოგიერთი ოპონენტისაგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია…

ფაქტია, რომ ეს ქალბატონი არ იყო დავით ასათიანის კომისიის წევრი. ისმის კითხვა, ვის სჭირდებოდა ეს, როდესაც დავით ასათიანი 500-ზე მეტი ხმით უგებს მის ოპონენტებს ლევან ჯანაშიას, რომელმაც საბოლოო ჯამში თუ არ ვცდები მიიღო 633 ხმა, ხოლო დავით ასათიანმა 1128 ხმა.?

  _ მაშინ რატომ ისმოდა ბრალდებები დავით ასათიანისა და ზაზა ხატიაშვილის მიმართ?

_ ,,ენას ძვალი არ აქვს და შეუძლია, ყველაფერი თქვას ადამიანმა. ვინმემ დაგაბრალოს დათვი ხარო და და მერე უნდა ამტკიცო, რომ  დათვი არ ხარ. ეს ერთგვარი მანიპიულაციაა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.

  _ საჭიროა თუ არა მეორე ტური?

_ როგორც საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს მეორე ტურის დანიშვნას ასოციაციის თავჯდომარის კანდიდატთა შორის, დავეთანხმებით, რადგანაც ჩვენ საწინაღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენი გუნდი მიიღებს ამ გამოწვევას. როგორც დღეს მივიღეთ მაღალი შედეგი, ისეთივე მაღალ შედეგს მივიღებთ მეორე ტურში ადვოკატების მახარდაჭერით.

ამჟამად მიმდინარეობს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა ხმების დათვლა, რომლებსაც, კანონის შესაბამისად აიჩევენ ხმათა უბრალო უმრავლესობით.

  _ თუ დავით ასათიანის ოპონენტმა უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე და აირჩია სასამართლოში გასაჩივრების გზა?

_ ვინ რა გზას აირჩევს, ყველა თავად წყვეტს და ეს მისი უფლებაა. თუ მართლაც ჩვენს ოპონენტებს აწუხებს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ბედი და სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები, ვფიქრობ, ამაზე კარგი საშუალება, ჩატარდეს მეორე ტური დადგენილი წესით თავმჯდომარეთა შორის, არ არსებობს. ხოლო სხვა შემთხვევაში, სასამართლოს გზით წასვლა გამოიწვევს ასოციაციის მუშაობის მეტ-ნაკლებად შეფერხებას და შეფასდება ადვოკატების ნაწილის მხრიდან ადვოკატთა ინსტიტუტის დაშლის მცდელობათ, რასაც ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობა არ დაუშვებს.

  _ თქვენ პირადად მხარს ვის უჭერთ?

–მე გახლავართ დავით ასათიანის გუნდის წევრი და წარდგენილი ვარ კანდიდატად აღმასრულებელ საბჭოში. მონაწილეობა არჩევნებში მივიღე, რომლის შედეგებსაც ველოდებით. ადვოკატთა კორპუსმა ჯერ კიდევ 2013 წლის ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში პირადად მე, გამომიცხადა ნდობა და ოთხი წელი ვიყავი არჩეული აღმასრულებელ საბჭოში. ამ არჩევნებზე ადვოკატთა კორპუსი თუ კვლავაც გამომიცხადებს ნდობას და დავაგროვებ გამსვლე ხმების ოდენობას, კვლავაც არჩეული ვიქნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, რაც ჩემთვის დიდი პატივი იქნება და პასუხისმგებლობა პირველ ყოვლისა კოლეგების წინაშე. ამასთანავე, ალბათ შესაბამისი ტესტიც.

 _ როგორ ფიქრობთ, მეორე ტურის შემთხვევაში დავით ასათიანი გაიმარჯვებს?

_ ის მაღალი მხარდაჭერა, რაც ვიგრძენით ადვოკატთა კორპუსისაგან, რაც აისახა ასევე ხმების როდენობაში, თავისთავად მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეჭვგარეშეა, დავით ასათიანი მეორე ტურის შემთხვევაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close