რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიორგი თევზაძე: არ შეიძლება, ვისაც მოუნდება საკუთარ თავს „უფლებადამცველი“ უწოდოს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ბათუმში მომხდარ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს:

_ 2017 წლის 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები გასცდა პროტესტის მშვიდობიან ფორმას. ძალადობრივი ქმედებები კი ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია.

2017 წლის 12 მარტს ტელევიზია „რუსთავი 2″-ის გადაცემაში: S.P. ვიღაც მერაბ ღოღობერიძეს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა „უფლებადამცველს“ განაცხადა, რომ როცა უნდოდა მაშინ ისვრის კვერცხებს…  საინტერესოა, ამას თუ მოყვა სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან ადექვატური რეაგირება?  არ შეიძლება, ვისაც მოუნდება საკუთარ თავს უწოდებდეს უფლებადამცველს” და მედიაც ასე მოიხსენიებდეს მას.

აუცილებელია, ბათუმში მომხდარ ფაქტზე დაწყებულმა გამოძიებამ მოსთხოვოს ე.წ. უფლებადამცველ მერაბ ღოღობერიძეს ფაქტები და მტკიცებულებები, რასაც იგი აცხადებდა საპატრულო პოლიციის  უფროსის მისამართით. უნდა გაირკვეს, რეალურად ვის ინტერესებში შედიოდა ის, რასაც ადგილი ჰქონდა ბათუმში და მასში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.  ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვინც კი შეეცდება, საქართველო გადაიყვანოს ისეთ „რელსებზე“, რომელიც ზიანს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის ინტერესებს, წააქეზებს მათ ძალადობისაკენ. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ სრულყოფილად და ობიექტურად შეისწავლოს მძღოლების მიერ გამოხატული პრეტენზიები საპატრულო პოლიციელების მიმართ. თუ მართლა აქვს ადგილი მოსახლეობის მიმართ უკანონო ჯარიმების გამოწერას და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ამასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება… დღეს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე და განვითარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close