პოლიტიკა

გიორგი თაბუაშვილი: საგამოძიებო სამსახურში პროცესები მალე დასრულდება

„პროცესები მალე დასრულდება, დაველოდოთ“- ასეთ კომენტარს აკეთებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე. უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი ბადაშვილი ტოვებს. ამ ეტაპზე, უცნობია, ვინ დაიკავებს პოზიციას.

თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close