პოლიტიკა

გიორგი გუგავა: ქვეყანას მიაქანებენ სამოქალაქო ომისაკენ

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, კონსტიტუციის დაჩეხვა-დანაწევრება, მისი მორგება ივანიშვილისათვის და ახლა უკვე საარჩევნო კოდექსში გამზადებული შესატანი ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, მმართველი ძალა ახდენს სრულად უზურპირებას საარჩევნო ადმინისტრაციების, რაც აქამდე ვერ გაბედა ვერც ერთმა რეჟიმმა, ცხადჰყოფს, რომ ოლიგარქის მაფიოზური სინდიკატი აპირებს არჩევნების კვლავ ტოტალურ გაყალბებას. არ ტოვეს გზას, მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი საარჩევნო გზით შეცვლა. შესაბამისად, ქვეყანას მიაქანებენ სამოქალაქო ომისაკენ.

,,თუ ოდნავ საღი გონება და თვითგადარჩენის ინსტიქტი შერჩენიათ კეთილი ინებონ, ხელი აიღონ ამ განზრახვებზე, დაითხოვონ არსებული გამყალბებელი საარჩევნო კომისიის შემადგენლობები, რომელიც თავიდან დაკომპლექტდება ყველა კვალიფიციური პარტიის მიერ პარიტეტის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შედარებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სხვა შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება საერთო სახალხო გამოსვლები და ამ ფორმით ხელისუფლების გასტუმრება.”

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები დღეს წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, რომლის შესაბამისადაც, ქართული ოცნება პრაქტიკულად სრულად მოახდენს უზურპირებას საარჩევნო კომისებისა, რაც გამოიწვევს ბუნტს და ამ ხელისუფლების დამხობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close