რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიორგი გუგავა: თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლა დაიწყება ამ შენობიდან!

დღეს, ლეიბორისტულმა პარტიამ უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გამართა. პარტიამ მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, არ დაექვემდებარონ ივანიშვილის მითითებებს, არ მიიღონ უკანონო გადაწყვეტილებები და არ ჩაუგდონ ხელში ობიექტური ტელევიზია _ რუსთავი-2 კრიმინალ-ოლიგარქს. „სხვა შემთხვევაში თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლა დაიწყება ამ შენობიდან და ყველა მიიღებს საკადრის პასუხს. პირველ რიგში პასუხს მიიღებენ უსამართლო მოსამართლეები, ვინც შეასრულებს უკანონო ბრძანებებს შუშის სასახლიდან. ჩვენ არ მივცემთ კრიმინალ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ დაასამაროს ეს ქვეყანა,“ _ განაცხადა აქციაზე გიორგი გუგავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close