რედაქტორის გვერდისაზოგადოება

გიგა ბოკერია სესიშვილს: რომ გახვალთ დაგუგლეთ …

   ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სუს-ის უფროსის წლიური ანგარიშის მოსმენა დახურული. ბოკერიამ მმართველი გუნდი ემოციური გამოსვლებისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ გამოსვლებში, ის არანაირი საიდუმლო ინფორმაციის გაჟღერებას არ აპირებდა.
,,კიდევ ერთხელ წყნარად და მშვიდად მინდა ვუთხრა, მართლა რჩევაა, როცა პროცედურაზე გამოდიხარ, ძალიან ემოციური ნათქვამი რომ არ გამოგივიდეთ ხოლმე, და მეორე, ეგეც პროცედურის ნაწილი უნდა იყოს თქვენთვის, ვერ გავიგე, კი ბატონო, გინდათ, რომ ისეთი კითხვები დასვათ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მართველ პარტიას, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებებს, კი ბატონო, დახურეთ, მე არ ვაპირებ არცერთი სახელმწიფო საიდუმლოს ხსენებას ჩემს გამოსვლაში. ბატონ ირაკლის მინდა ვთხოვო, რომ გახვალთ დაგუგლეთ ,,ცრუ”-ს უფროსის მოსმენა და “ფბრ”-ის საჯარო ნაწილი. ინტერნეტი მოიგონეს, კარგი რამეა”, – განაცხადა ბოკერიამ.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close