პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი აგულაშვილის მრჩეველი გახდა

პარტია თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, „მტირალა პოლიტიკოსი“-ს მეტსახელით ცნობილი, გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის მრჩევლად დაინიშნა. ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უკვე დაადასტურა. გია ცაგარეიშვილმა პარტია თავისუფალი დემოკრატები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოთხ თანაგუნდელთან ერთად დატოვა.  2016 წლის 25 ოქტომბერს, დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა ერთობლივად გააკეთეს განცხადება და ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.  ყოფილი თანაგუნდელების ამ განცხადებას თავისუფალი დემოკრატების ლიდერების მწვავე კრიტიკა მოჰყვა “სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაპარტიელები ვერ გამოვიდნენ საბჭოთა მენტალიტეტიდან,” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ირაკლი ალასანიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობაში მინისტრის პოსტზე დაინიშნა თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე, ელჩი გახდა _ზურაბ აბაშიძე, ახლა კი თანამდებობა ცაგარეიშვილმაც მიიღო.

ამის გამო ხალხი ამბობს, რომ საქართველოში, ყველაზე მეტად ღალატი ფასდება!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close