,,გთხოვთ, ქრისტეს მიერი სიყვარულით, მოერიდოთ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას”
,,მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ და აპირებთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიციას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევას:
გთხოვთ, ქრისტეს მიერი სიყვარულით, მოერიდოთ მის საქართველოში ჩამოყვანას. უკრაინაში მის მიერ დანთებული ხანძარი პოროშენკოს ხელისუფლებას შთანთქავს! დამერწმუნეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინაშე ციხის კარის ურდულები თვითონ გაიხსნება და მიშა საქართველოს თავისუფალი მოქალაქე იქნება! ვინც მიშას საქართველოში ჩამოყვანას განახორციელებს, ისინი უბეში გავარვარებულ ნაღვერდლებს ჩაიყრიან, რომლისგანაც ისე დაიფერფლებიან, რომ ნაცრის გარდა არაფერი დარჩება!
დამერწმუნეთ, რომ ეს ასე მოხდება!
მიშა საქართველოს ეროვნული გმირია!
მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის რუსული გავლენისაგან განთავისუფლების შემდგომ ღვთისაგან, ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა ოთხ საუკუნოვანი რუსული მონობისაგან განთავისუფლების მისია აკისრია , რის გამოც მას ვერც ერთი ციხე ვერ ვერ გამოკეტავს და დამიჯერეთ, რომ ეს ასეა!
დეკანოზი მიქაელ ასათიანი”
სასულიერო პირის ამ განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეგი გოცირიძე აქვეყნებს.