,,გააზრებანი ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
   გვაქვს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ… არ გვაქვს ეროვნული დამოუკიდებლობა;
გვაქვს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ… არ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობა;
გვაქვს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ… არ გვაქვს ეკონომიკა, არ გვაქვს საყოველთაო კეთილდღეობა, არ გვაქვს დემოგრაფიული პოლიტიკა, არ გვაქვს რეალური სამომავლო ხედვა, არ გვაქვს პერსპექტივა;
გვაქვს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ… არ გვაქვს ამ დღის შესაბამისი განწყობა, არ გვაქვს სიხარულის განცდა, არ გვაქვს ხვალინდელი დღის იმედი;
გვაქვს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ… არ გვაქვს რეალური ეროვნული დამოუკიდებლობა. გვაქვს ფსევდო დამოუკიდებლობა, დეკლარირებული დამოუკიდებლობა, მოჩვენებითი დამოუკიდებლობა. ამიტომაა, რომ ამ დღესთან დაკავშირებული ზეიმიც მოჩვენებითი და ყალბია, განწყობაც მოჩვენებითი და ყალბია, სიტყვებიც მოჩვენებითი და ყალბია, პათოსიც მოჩვენებითი და ყალბია.
ეროვნული დამოუკიდებლობის დღე არ უნდა ასოცირდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ უბედურებებთან, ეს დღე უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ, სულიერ და მორალურ აღმავლობას, სამართლიანობასა და საყოველთაო კეთილდღეობას.
წესით, ჩვენ ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს კი არ უნდა აღვნიშნავდეთ, როგორც უკვე მიღწეულ და განხორციელებულ აქტს, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ დამოუკიდებლობისკენ. ერი როდესაც გააცნობიერებს, რომ ეროვნული დამოუკიდებლობა ერთი ქვეყნისგან ან ერთი იმპერიისგან დამოუკიდებლობას კი არ ჰქვია, არამედ ყველა სახელმწიფოსგან და ყველა იმპერიისგან დამოუკიდებლობას ჰქვია, ერი როდესაც გააცნობიერებს, რომ ამერიკისგან და დასავლეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაც ისეთივე სანეტარო და სანუკვარია, როგორიც ნებისმიერი სხვა დამპყრობელისგან დამოუკიდებლობის მოპოვება, მხოლოდ მაშინ ჩამოსცილდება ამ დღის აღნიშვნას მოჩვენებითობისა და სიყალბის პათოსი და დაიტვირთება ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის დღისთვის შესაფერისი ფორმითა და შინაარსით…
გისურვებთ, მალე დამდგარიყოს ერთიანი საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის დღე!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვალერი კვარაცხელია.
კომენტარები