საინტერესო

გერმანიაში რობოტი მღვდელი გამოიგონეს

გამოცემა Mirror-ის ცნობით, გერმანიაში, ვიტენბერგის ევანგელისტურ ეკლესიაში, პირველი რობოტი მღვდელი გამოიგონეს, რომელიც მრევლთან კონტაქტობს და ლოცავს მათ.

ქალაქი ვიტენბერგი სწორედ ის ადგილია, სადაც მარტინ ლუთერმა თავისი ცნობილი 95-ე თეზისი გააჟღერა ინდულგენციების წინააღმდეგ. რობოტი მღვდელი სენსორული ეკრანით არის აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მას ესაუბროთ.

ტაძარში შესვლისას რობოტი გესალმება და გეკითხება, გსურს თუ არა დალოცვა და რომელი ლოცვის მოსმენას ისურვებდი. ამის შემდეგ, ის ორივე ხელს მაღლა აღმართავს, გაანათებს და ბიბლიიდან ციტატას წაიკითხავს, შემდეგ კი წარმოთქვამს: „უფალმა დაგლოცოთ და დაგიცვათ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close