გელა დაიაურის ვაჟი 15 წლის გახდებოდა
„მთებიდან უფრო ლამაზი ჩანხარ, მთებიდან უფრო მიყვარხარ მეტად“ - გელა დაიაური
პოეტ გელა დაიურის ვაჟი, ჯარჯი დაიაური, 15 წლის გახდებოდა. პოეტი შვილის და გარდაცვლილი მეუღლის, თეონა ქუმსიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „უკვე 15- ის“.
.
წელს, 22 ივლისს 14 წელი გავიდა მუცოს შემზარავი ტრაგედიიდან. ჯიპი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – პოეტის გელა დაიაურის მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.
.
„ახლა ღამეა ჩემს ლამაზს მთებში,
შენზე ფიქრი მყავს სასურველ სტუმრად
და მეც ვმასპინძლობ კალმით და ლექსით
ანდა როდემდე ვიქნებით უბრად.
ვებაასები, როცა შენ არ ხარ,
და მარტოობის აღარ მწვავს სევდა,
მთებიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,
მთებიდან უფრო მიყვარხარ მეტად.
როცა ტყემალი ყვავილებს გაშლის,
ასე მგონია,ჩემს ერთას გიმზერ,
როს ოქტომბერი მოიწყენს მთაში,
შენა გგავს, კარგო, ასე თუ ისე.
იქნებ ჩამიქროს სურვილი თოვლმა,
თოვლს ვეხუტები შენი მსურველი,
შენი სუნთქვაა ნიავის ქროლვა,
შენს თავს მახსენებს იის სურნელი.
ძოწისფერი აქვს ვარდები მაისს,
მაგრამ ეგ ბაგე მაინც მეტია,
აქ არ ხარ, მაგრამ გპოულობ მაინც,