კატეგორიის გარეშე

,,გედევან ფოფხაძის ,,დამსახურებით” 2017 წელი აღმოჩნდა წყალგამყოფი და ამ გზას დავადექი…”

,,,მახსენდება ოტია იოსელიანის ნათქვამი: ,,ადამიანი დაბადებიდან ჯარისკაცია, რადგან მას მთელი ცხოვრება ბრძოლა უწევსო”.
ხშირად ადამიანს მთელი შენი ღირებულებების, შენი ბიოგრაფიის შენება ამ ჟამთა ორომტრიალში ბრძოლით გიწევს, მავანი გემთაგრეხილება არა შენი მანკიერი ან ცუდ კაცობის გამო, არამედ შენი ღირსების, სიმართლის, შრომისმოყვარეობის და ბოლოსდაბოლოს გასავლელი ცხოვრების გამოც კი.
ამ მხრივ, არც ჩემი ბიოგრაფიული მონაცემებია გამონაკლისი.
მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე დავბრუნდი ბორჯომში და ამ დრომდე სრულიად დამოუკიდებლად, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვეწეოდი ჩემი კუთხის, შესწავლას, და მის წარმოჩენა-პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით გამოვეცი რამდენიმე წიგნი, გამოქვეყნებული მაქვს ათეულობით სტატია, მოვაწყე არაერთი კულტურული ღონისძიება და მოკლედ ვაგრძელებდი იმ საქმეს რასაც დიდი სიამოვნებით მომავალშიც გავაგრძელებ.

რაც შეეხება აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, არასოდეს არ ვეწეოდი, თუმცა რაიონის პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მქონია როგორც პროფესიული და სამსახურეობრივი, ისე პირადი ურთიერთობები.
2008 წლიდან ამ მხრივ, თითქმის არანაირ პოლიტიკურ პროცესში არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან ძირითადად, საგანმანათლებლო სფეროში ვსაქმიანობდი. ხოლო 2012 წლიდან კი კანონით მეკრძალებოდა ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობა და არც სურვილი არ მქონია მსგავს პროცესებში ჩართვის, თუმცა ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი პოლიტიკური არჩევანი და მიმდინარე პროცესებზე საკუთარი აზრი.

მოკლედ, 2012 წლიდან დაწყებული, გედევან ფოფხაძის დამსახურებით 2017 წელი აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი ამ გზას დავდგომოდი, რადგან წლების მანძილზე ხდებოდა ჩემზე სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს გარკვეული ზეწოლები.

მივიღე გადაწყვეტილება, აქტიურად ჩავერთო რაიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი ვიყარო მშობლიურ სოფელსა და მასში შემავალ თემში.

იმ თემში, რომელსაც 5 წლის მანძილზე ვერ გადაუწყვიტეთ:
-ავარიული რკინიგზის სადგურის პრობლემა.
-სასმელი წყლის პრობლემა.
– ვერ ამოავსეთ ორმოები გზებზე.
– ვერ გააკეთეთ თემში დანგრეული შიდა გზები, 
-გაზიფიცირების (კორტანეთში გრიგალაშილების უბანში)
-გზაზე ბუნებრივად მომდინარე წყალის პრობლემა.
– ვერ შეგიკეთებიათ აშენებული სპორტული მოედნები.
-მოსახლეობის გაუსაძლისი ყოველდღიურობა, თქვენი დაპირებული იაფი ცხოვრების მიუხედავად დღითი-დღე უარსედება.

ეს თქვენი მმართველობა იყო და დღემდე არის გაურკვეველი მომავალი. მჯერა, რომ ხალხი ამ არჩევნებზე მხარს დაუჭეს გარკვეულ მომავალს, რომლისთვისაც პირადად მე, ვაპირებ ვიბრძოლო ” _ წერს ისტორიკოსი, ბორჯომის მკვიდრი ბაკურ გელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close