სიღნაღის ამბები

„გგონიათ, ამ შეკითხვას ვუპასუხებ?!“

ეკო ფანგანი: „პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო“

„პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო“ – ამბობს ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი „გზასთან“ და მკითხველებს თავის მოსაზრებებს უზიარებს ოჯახურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.

.

 

– რა როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში ოჯახი?

– ჩემთვის ოჯახი ყველაფერია: მშობლები, ძმა და ნათესავები, მაგრამ ჩემი ოჯახი არ არის მხოლოდ დედ-მამა, ან ძმა, რომელიც ექვსი არაჩვეულებრივი შვილის მამაა, ჩემი ოჯახის წევრები არიან დეიდა, მამიდა და დეიდაშვილ-მამიდაშვილები… შესაბამისად, ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, რომლის წევრებად მიმაჩნია ჩემი მეგობრებიც, რომლებიც 6-7 წლის ასაკიდან მომყვებიან. მამაჩემი სულ ამბობს: მეგობარი არჩეული ნათესავიაო, არჩეული ნათესავი კი ყველაზე ძვირფასია. როგორც ჩანს, ეს თვისება გენეტიკურად მომდგამს – ძალიან დიდი ოჯახი მაქვს და მისი თითოეული წევრი გულით მიყვარს.

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალს, რომ პირად ურთიერთობებში გაუმართლოს და სიყვარული შეინარჩუნოს?

– პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო: იღბლიანი ადამიანი სიყვარულს უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ როცა იპოვის, მის შესანარჩუნებლად, მთავარი ურთიერთგაგებაა. სიყვარული, მოწონება, ვნება, ინტერესი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სხვა გრძნობებით და ემოციებით იცვლება. თუ წყვილს შორის სიყვარული და ურთიერთგაგებაა, იმ თვისებების დათმენას და მიღებასაც შეძლებენ, რომელიც ერთ დროს არ მოსწონდათ. ვგულისხმობ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობას, რომელშიც სიცრუე, ორპირობა და ღალატი არ არის.

– თქვენ თუ გაქვთ ან გქონიათ ასეთი ურთიერთობა?

– გგონიათ, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხებ? მსგავს შეკითხვებს პასუხს არასდროს ვცემ, რადგან არ მიყვარს პირადზე საჯაროდ ლაპარაკი. ზოგს ჰგონია, რადგან არ ვლაპარაკობ, რაღაცას ვმალავ, სასაუბრო არა მაქვს… სასაუბრო მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს.

„გზა“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close