რედაქტორის გვერდისაზოგადოება

უბედურება უბედურებაზე აეწყოთ… _ 7 ნოემბერს დაშავებულთა შემდგომი ტრაგედიები

„არა – ძალადობას !“ ; „აღდგეს სამართლიანობა !“; „ობიექტური სასჯელი ყველა ვანდალს !“ 

ბათუმში დატრიალებული  ვანდალიზმის შემდგომ, სამართალდამცავებმა მასში მონაწილე ახალგაზრდები დააკავეს. როგორც თავად განაცხადეს, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ და რა მიზნით აღმოჩნდნენ იმ ღამეს ბათუმში, ამას, დიდი გარკვევა არ სჭირდება.

ვანდალები „სამართლიანმა“ სასამართლომ დაინდო, ბევრს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა აკმარა და 300-350  ლარი გადაახდევინა მილიონობით ლარის ღირებულების ქონების განადგურებისთვის.

სამწუხაროდ, არც იმ პარტიული ლიდერების კარს მიადგა სამართალი, რომლებიც, ბათუმის აქციის მონაწილეებს თუნდაც ტელევიზიით, ან სოციალური ქსელით ამხნევებდნენ და რევოლუციურ განცხადებებს აკეთებდნენ რევოლუციის მოლოდინში. სამართლიანობის „აქლემს„ მათ კართანაც არ დაუჩოქია. ესეც ალბათ  ე.წ. კოჰაბიტაციის გამო.  ის ადამიანები კი, რომელებიც, მეორე დღეს სპეცრაზმსა და ხელისუფლებას აბრალებდნენ ყოველივეს და აცხადებდნენ, დროულად უნდა დაერბიათ და შეეჩერებინათ ვანდალებიო, არა მგონია არ ახსოვდეთ 7 ნოემბერი, ნაციონალური ხელისუფლების მიერ რიყეზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვა და სისხლისღვრა. რა შედეგით დასრულდა იმ დროს ეს ყოველივე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

ინტერვიუ ჩაწერილია 2009 წელს.

დაიბეჭდა გაზეთ „ კვირის ქრონიკა“-ში.

ავტორი: ნელი ვარდიაშვილი
     

                      „დუმ-დუმის“ ტყვია

7 ნოემბერს, რიყეზე დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის დროს (ყველაზე მეტად და სასტიკად- ავტორი) დაზარალდა სამი ადამიანი _ ვახტანგ ინასარიძე, ნიკუშა დიდიშვილი და გიორგი თევდორაშვილი. ისინი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების მიერ მომიტინგეებზე განხორციელებული დარბევის დროს ტყვიით დაიჭრნენ და უმძიმეს მდგომარეობაში, „არამიანცის” საავადმყოფოში დააწვინეს. ნაციონალურმა ხელისუფლებამ, მათ მიმართ აკრძალული იარაღი, „დუმ-დუმი” გამოიყენა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ერთბაშად თუ ვერ გაანადგურებს, ნელ-ნელა სპობს. მათ ოჯახებს ნაციონალებმა ესეც არ აკმარეს და ერთ-ერთს, გაურკვეველ ვითარებაში მამა მოუკლეს, მეორის დედას ნერვიულობაზე ინფარქტი დაემართა, ბებია კი გარდაიცვალა, ანუ უბედურება უბედურებაზე აეწყოთ.
    ვახტანგ ინასარიძე _ 7 ნოემბერს რიყეზე დაჭრილი:
_ სანამ 7 ნოემბრის დარბევის მსხვერპლი არ გავხდებოდი, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ მქონია. ბავშვობიდან ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი, მერე ფეხბურთზე, ჰოკეიზე, ბოლოს კლასიკურ აიკიდოში ვვარჯიშობდი, მაგრამ მას შემდეგ ინვალიდი ვარ. ჩვენს ხელისუფლებას ამ დღეს მხოლოდ ის „დუმ-დუმის” ტყვია არ გამოუყენებია უკანონოდ, რომლითაც გაგვაუბედურა. გაზები, რომელსაც იქ მყოფი ხალხის დასაშლელად იყენებდნენ, ყველა ქლორირებული იყო, მისი გამოყენება კი ისევ იმ ევროპული ქვეყნების მიერ არის აკრძალული, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ბაძავს. წარმოიდგინეთ, ქლორი წყლის გასაწმენდი საშუალებებიდანაც კი ამოიღეს, რადგან ტოქსიკურია და ორგანიზმში რჩება. აკრძალვის მიზეზი არის კიდევ ის, რომ მისი დანალექი ღვიძლში და თირკმლებში რჩება. ცხადია, ამას ოფიციალურად არ იტყვიან, მაგრამ როგორც ვიცი, იმ ავადსახსენებელი 7 ნოემბრის შემდეგ თბილისში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების პრობლემების მქონე პაციენტების რიცხვმა იმატა. ვინც ამ ოპერაციას გეგმავდა, ცხადია, იცოდა, რომ დაშავებულები და დაზარალებულები იქნებოდნენ, მაგრამ მათ, ალბათ, იფიქრეს, რომ დაშინების პოლიტიკით გააჩუმებდნენ. რაღაც ნაწილში ეს გამოუვიდათ, ბევრთან, _ ვერა.

  „დუმ-დუმის” ტყვიასაც რომ ისროდნენ, მათ გათვლილი ჰქონდათ, რომ 5 ადამიანი უნდა დაეგდოთ, მაგრამ მათი გათვლებით, შემდეგ იტყოდნენ, თითქოს, ჩვენ ვიყავით ოპოზიციონერი, ბნელი ძალები და ვუბიძგეთ ასეთი საქციელისკენ. არც მე და არც იმ პატარა ბიჭებს (რომლებიც იმ დღის შემდეგ ხეიბრები გავხდით, დაგვაავადეს და ოჯახებიც ამოგვიწყვიტეს), ოპოზიციასთან შეხებაც არ გვქონია. რიყეზე თავად მე მას შემდეგ მოვხვდი, რაც გავიგე, რომ ხელისუფლებამ რუსთაველზე ხალხი დაარბია და მოწამლა. წინათაც ხომ გითხარით, მირეკავდნენ, _ მოწამლული ხალხია, შენ იცი ამისი ყველაფერი და მოდიო. იქ ქართველი ადამიანი რომ არ მისულიყო, შეიძლებოდა? ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდთან დამონტაჟებული არის ვიდეოკამერები, რადგან ეს არის პრეზიდენტის გასავლელი “ტრასა”. ეს ფირები იწერება და ინახება. იქ დაფიქსირებულია, რაც იმ საშინელ დღეს რიყეზე მოხდა.

 ალბათ, დადგება დრო, როცა იგი გაიშიფრება და ყველაფერს ბოლომდე აეხდება ფარდა. არადა, იქ ბევრი საშინელი რამ მოხდა. მაგალითად, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, როცა იქ ხოცვა-ჟლეტა დასრულდა, მტკვარში სამაშველო ჯგუფები დადიოდა და ადამიანებს ეძებდა. ფერიც კი ვიცი, წითელი ნავი იყო. ამბობდნენ კიდევაც, ერთმა გავეშებულმა “შავრაზმელმა”, ახალგაზრდა ბიჭი გადააგდო მტკვარშიო. დარწმუნებული ვარ, რაც შემდეგ ითქვა, ყველაფერი სიმართლე იყო, რადგან სპეცრაზმებსა და პოლიციაში, ძირითადად, უწიგნურ და გაუნათლებელ ადამიანებს იღებენ. მათ, შეიძლება, ამის გაკეთება არავინ დაავალოს, მაგრამ თავად “იყოჩაღოს”. ასეთს, აბა, რა მოეთხოვება?! ეტყობა, ვინც ეს გააკეთა, იფიქრა, რომ მტერს შეხვდა და ამიტომ მოისროლა მდინარეში. ასეთი ფაქტების დამალვა, ძირითადად, მოხერხდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არ გაუმართლათ, ამიტომაც ბოლომდე გაგვანადგურეს.
_ მცდელობა ჰქონდათ, რომ თქვენც გაეჩუმებინეთ?
_ იცით, რა მოხდა? _ როცა მე საავადმყოფოში მივყავდი, მაშინვე მოვახერხე დარეკვა ყველა იმ ადამიანთან, ვისი გაჩუმებაც შეუძლებელი იქნებოდა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ამას ჯერ ვერ დავაკონკრეტებ. ასე რომ, თავიდანვე ჩავუშალე მათ გეგმა. შემდეგ კი ისეთი განცხადება გავაკეთე, აზრი აღარაფერს ჰქონდა. პირველი ოპერაციის მერე მე, ნიკას და გიორგის ბელერის აპარატი დაგვიყენეს ფეხებზე. ამის შემდეგ “რუსთავი 2”-ს, “მზეს” და “პირველ არხს” ინტერვიუ მივეცი რუსულ ენაზე და იქაც ვთქვი ყველაფერი. კონკრეტულად ჩამოვთვალე ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. ეს ინტერვიუ ცენზურის გარეშე გაეპარათ 6-საათიან “კურიერში”, მაგრამ 9-საათიანზე ჩემი მოწოდება “თანამეგობრობის”, “ევროკავშირის” და სხვა ორგანიზაციების მიმართ აღარ გაუშვიათ. არც ის აჩვენეს, როცა ვამბობდი, რაც მოხდა და არც დასკვნა, რომ ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, სასწრაფოდ უნდა გადამდგარიყო, სხვანაირად, ისინი ქვეყანას უფრო დიდ სისხლისღვრას მოუტანენ-მეთქი. ეს მოხდა კიდევაც. სწორედ ამ ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ხალხი ჩახოცა და უსახლკაროდ დატოვა, ტერიტორიები დაგვაკარგვინა. ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემთან “რუსთავი 2” ერთხელ კიდევ მოვიდა და ისეთი დამაკნინებელი კითხვები დამისვა, მერკანტილურობას რომ უსვამდა ხაზს. მკითხეს, _ რას მოითხოვთო? მე ვუთხარი, რომ არ დაველაპარაკებოდი, რის შემდეგაც ეს არხები აღარ მოსულან და აღარც არავინ დაინტერესებულა ჩვენი ბედით. ერთადერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიდა ვინმე ზურაბ უტიაშვილი, რომელიც მარკშეიდერს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამინისტროს წარმომადგენელს, რადგან არც მიწის იყო და არც, კიდევ, ცის. იდგა კუთხეში დასჯილი ბავშვივით და ვერაფერს ამბობდა. მხოლოდ ის აღიარა, რომ გამოგზავნეს და სხვა გზა არ ჰქონდა. ვთხოვე, ახლოს მოსულიყო და ჩვენი ჭრილობები ენახა, მაგრამ ყველაფერი ვიცი, თქვენს ექიმებს ვუმესიჯებთ და ისინი გვეუბნებიან, რომ ცოცხლები არიან, ე. ი. კარგად არიანო. ეს იყო ჯანდაცვის განცხადება ჩვენთან დაკავშირებით. ერთ-ერთის მშობელმა დაუყვირა უტიაშვილს, _ მოდი აქ, თუ კაცი ხარო! მაგრამ საავადმყოფოდან კურდღელივით გაიქცა. წამების მსხვერპლთა ასოციაციამ, სახალხო დამცველის აპარატიდან სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ გვიპატრონა ყველანაირად. პალატაში რომ ვიწექით, ვიღაცებს ჩვენ მიმართ მაშინაც ჰქონდათ აგრესია, _ ამათ აქ რა უნდათ, რატომ მკურნალობთო? ამჯერად მედპერსონალს ვგულისხმობ, თუმცა თბილი ადამიანიც ბევრი იყო. მესამე სართულზე დაზარალებული სპეცრაზმელი იწვა, რომელიც მოსახლეობამ რიყეზე სცემა. მას საავადმყოფოში დაცვა ედგა თავზე. მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, მოინახულა საავადმყოფოში და როგორც შემდეგ მედპერსონალმა გვითხრა, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ფულად ჯიდლდოსაც შეჰპირდა. ბურჯანაძე ჩვენთან არც შემოსულა, მხოლოდ მისი ამალა დაგვადგა თავზე დიდი პრეტენზიებით და მოთხოვნებით. გვიყვიროდნენ, _ ხმა არ ამოიღოთ და პრეტენზიები არ გამოთქვათ არანაირი არსად, თორემო!.. მაგრამ მეც ავუყვირდი, _ ადექით და მესროლეთ-მეთქი. ეს ყველაფერი ჩვენთვის სხვა ტრაგედიების მიზეზიც გახდა.
_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
_ ნერვიულობის გამო, მეუღლე დამიავადდა. მან საკუთარი თვალით ნახა მამაჩემის გარდაცვალება, მაშინ, როცა მე ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიწექი. ამ ფონზე შაქარმა აუწია, რამაც გულზე იმოქმედა. სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში, იქ ხელოვნურად გაუჩერეს გული და ძველ რიტმზე გადაიყვანეს. საავადმყოფოდან გამოყვანაში კობა დავითაშვილი და დავით საგანელიძე დამეხმარნენ, რადგან დავურეკე და ვთხოვე. შემდეგ გულის ოპერაციაც დასჭირდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ცხადია, ჩვენი ხარჯებით გავუკეთეთ. ბევრი ახლობელი ჩამოგვცილდა 7 ნოემბრის შემდეგ. ამ ხელისუ

ფლებამ გული მატკინა, სისხლიც მადინა და ცრემლიც. შეგპირდით, რომ მამაჩემის გარდაცვალების დეტალებს მოგიყვებოდით. სხვათა შორის, ამაზე პირველად ვსაუბრობ: მამაჩემი საავადმყოფოში გამოვიტირე, რადგან საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. მისი მკვლელობით კი ხელისუფლებას ჩემი დასჯა უნდოდა.

მამაჩემი, ნიკოლოზ ინასარიძე, ქართლში, სოფელ ასურეთში მარტო ცხოვრობდა. დედა დაღუპული მყავს. ჩვენ ხშირად დავდიოდით მასთან და ასე ვპატრონობდით. არ იცოდა, რის გამო ვიწექი საავადმყოფოში. ვუთხარით, რომ ვარჯიშზე მქონდა ფეხი მოტეხილი. ჩამოსახლებული რაჭველები ვართ და 21 ნოემბერს რაჭველები მთავარანგელოზობას აღნიშნავდნენ. 22-ში მამასთან ჩემი მეუღლე და ნათესავი ავიდნენ. იგი საწოლში ტანსაცმლიანი და ნახევრად უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მაშინვე თეთრი წყაროს სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ, რატომღაც, არ ჩავიდა და არამიანცის~ საავადმყოფოდან რეანომობილი თავად ჩემმა ძმამ წაიყვანა. მამა თბილისში ჩამოიყვანეს, რადგან დიდი სამამულო ომის ვეტერანი იყო, ვეტერანთა საავადმყოფოში მიიყვანეს. წამლები რომ გაუკეთეს, უკეთ გახდა. ჩემმა ძმამ აჭამა კიდევაც, შემდეგ ექიმებმა ყველა გამოუშვეს, ამას აღარაფერი უჭირს და საღამოს მოდითო. ერთ საათში კი დაგვირეკეს, რომ გარდაიცვალა. მას ფეხში ზუსტად იმ ადგილზე ჰქონდა ნაჯახი ხუთჯერ დარტყმული, სადაც მე ტყვია მაქვს მოხვედრილი, ყელზე კი ბასრი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ეს ყველა საბუთი გვაქვს, ფოტოებიც და თუ საჭირო გახდება, ეგზჰუმაციაზეც თანახმა ვიქნები. სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის ამაზე აღძრული, რადგან ეს რომ გამოიკვლიონ, ჩემს ამბებთან უნდა მივიდნენ, ანუ ხელისუფლება საკუთარ დასაკლავ დანას არ ლესავს. არც საავადმყოფოში მისულა არავინ და არც სახლში. სოფელში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ თითქოს უცებ გარდაიცვალა. სხვა სამართლით გავარკვევთ (ევროსასამართლოს იმედი აქვთ) ამ ყველაფერს და რასაც ვამბობ, იმას დავამტკიცებ კიდევაც. მოწმეებიც გვყავს და მათი საუბრის ჩანაწერებიც არსებობს. მამას დასაფლავების შემდეგ, სოფელში მეზობლებმა გვითხრეს, რომ იქ ჩავიდა რამდენიმე უცნობი პიროვნება და დეტალურად კითხულობდნენ ჩვენს ამბებს. ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, ვერაფრით გავარკვიეთ.
<strong>ირინა ინასარიძე, ვახტანგის მეუღლე:</strong>
_ სოფელში წასვლა რომ გადავწყვიტეთ, მამამთილს ტელეფონით ვესაუბრე.
პავიდლოიანი~ კანფეტი უყვარდა და მთხოვა, წამოიღეო. სახლში რომ შევედით, ლოგინში, საბანგადაფარებული, პალტოიანი, საკმაოდ უცნაურად იწვა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო, გაწონასწორებული. გადავირიეთ. როცა თბილისიდან რეანომობილი ჩამოიყვანეს, ტანსაცმლის გამოცვლა მინდოდა და მაშინ ვნახე ეს ჭრილობებიც ფეხზე და ყელზე. სისხლიც ჰქონდა დაღვრილი, რომელიც მანამდე, რატომღაც, ვერ შევამჩნიეთ. მამა საავადმყოფოში კონტაქტზე გამოდიოდა და ცხადია, ვკითხეთ, ეს ჭრილობები რატომ ჰქონდა. არ ვიცი, რაზე მელაპარაკებიო, ასე მითხრა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ რაღაცის გამო ჯერ ინსულტი დამართეს და მერე ვახოს დასაშინებლად და მისახვედრადაც, ეს რის გამო დაემართა მამამისს, დასერეს. თავდაპირველად, საავადმყოფოში მითხრეს, პატრულს გამოვუძახებთო. მაშინ ჯერ რა გვეპატრულებოდა? მერე უკვე არავის ამის სურვილი აღარ გასჩენია. ათასი ვერსია გვაქვს, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, ის ადამიანი პალტოიანი ლოგინში არ ჩაწვებოდა, თავად ვერ დაისერავდა თავს და მერე ტანსაცმელს ვერ ჩაიცვამდა. ასეთი რამ გამორიცხულია. საკმაოდ ღრმა ჭრილობები ჰქონდა, თუმცა ბოლომდე ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რამ შეიწირა. ექიმებმა იმედიანად გამოგვიშვეს და მერე გვითხრეს დაიღუპაო. არ შერჩება არავის არც ეს ყველაფერი და არც ნიკუშას დედის უმძიმესი მდგომარეობა. მას საავადმყოფოში ინფარქტმა დაარტყა.
  ნიკუშა დიდიშვილი, 7 ნოემბრის დაზარალებული:
_ მე, ვახტანგს და გიორგის, დედაჩემი, ჯული ბერია გვივლიდა. ამდენმა დაძაბულობამ, სტრესმა და დაშინებამ იმოქმედა. ექიმებს საუბარი ჰქონდათ იმაზეც, რომ შეიძლებოდა ფეხი დამეკარგა. ნეკროზი, კვდომა მიდიოდა. ბიძაჩემმა უკრაინიდან მალამოები გამომიგზავნა და მისი ჩართვის შემდეგ დაიწყო კანის აღდგენა. თავად ჭრილობა კი ისეთი ღრმა იყო, რომ ექიმებს მეორე ფეხიდან უნდოდათ კანის გადანერგვა. მოკლედ, ამ ყველაფერის გამო, დედიკოს გულმა უღალატა, ფეხზე მდგომარე, საუბრის დროს, პალატაში გადავარდა და ჩემს წინ კვდებოდა. ინფარქტი დაემართა. 19 წლის ვიყავი, დედა კი 40 წლის იყო. თვალწინ მეღუპებოდა უსაყვარლესი ადამიანი, მე კი დაბმული ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი მის გადასარჩენად, მხოლოდ ვყვიროდი. დედას გულთან დაკავშირებული პრობლემები იმ ამბების შემდეგ დაეწყო, მერე მხედველობაც დაუქვეითდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა მუდმივად. საავადმყოფოდან გამოვედი და მალევე ბებია გარდამეცვალა, ისიც ჩემზე ნერვიულობის გამო დაიღუპა. საქმე ის არის, რომ იგი თავს იდანაშაულებდა, მე ეს რომ დამემართა, თითქოს, მისი ბრალი იყო. იმ დღეს დეიდა გავაცილე და იქ წასასვლელად გზის ფული მან მომცა. შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი და შემთხვევით მოვხვდი იმ დროს რიყეზე.

epa01167603 Georgian soldiers are deployed in the centre of the capital Tbilisi, 08 November 2007. Georgian prime Minister Zurab Nogaideli announced late on November 7 that Georgian President Mikhail Saakashvili had issued a decree declaring state of emergency in Tbilisi for the period of 15 days. For past six days opposition have been protesting in Tbilisi, demanding President’s resignation and early elections. Yesterday the riot police dispersed the protesters, using water cannons, rubber bullets and tear gas. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მესამე დაზარალებულს, რომელსაც ეს ტყვია მოხვდა, გიორგის, ბაბუა გარდაეცვალა ამ ამბის შემდეგ. ისიც ნერვიულობით. ოჯახები ამოგვწყვიტეს, წარმოგიდგენიათ?
_ ფეხი ახლა როგორ გაქვთ? თან, წეღან ზეწოლები ახსენე და ვინმე რამეს ახლაც გაიძულებთ ან გაშინებთ?
_ დამოუკიდებლად სიარული შემიძლია, მაგრამ დიდხანს დგომას ვერ ვუძლებ, მერე ტკივილები მეწყება. გვერდითი მოვლენებიც მაქვს, 21 წლის ვარ და გული მაწუხებს, მუდმივად მაღალ წნევას ვატარებ. დროდადრო თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა და მხედველობის პრობლემები დამეწყო. ინვალიდი გამხადეს, რეაბილიტაცია გვესაჭიროება, მაგრამ პატრონი არ გვყავს.
ზეწოლა როგორ არ არის. დღესაც უსმენენ ჩვენს ტელეფონებს, საავადმყოფოში კიდევ მოდიოდნენ უცნობი ადამიანები და გვეუბნებოდნენ, _ რას წამოწოლილხართ? ადექით და წადით აქედანო! ვიწექით და ვერ გავეკიდებოდით, მაგრამ როცა ჩვენი ახლობლები ეკითხებოდნენ, ვინ ხართო? მაშინვე ტოვებდნენ იქაურობას. ღამე ძილს ვერ ვახერხებდით, იმიტომ რომ საფრთხეს ვგრძნობდით და გვეშინოდა. მაშინ გვეძინა, როცა პალატაში ბევრი ხალხი იყო. საშინელებები გამოვიარეთ.

     ირინა ინასარიძე:
_ ჟურნალისტები, რომელთაც ჩვენთან ურთიერთობა ჰქონდათ, ან სამსახურიდან დაითხოვეს სხვადასხვა მიზეზის გამო, ან მათზე ზეწოლა განხორციელდა და თავად გვთხოვეს, აღარ ვახსენოთ. გამიკვირდა, თქვენ რომ დაბეჭდეთ ერთი კვირის წინათ ჩვენზე სტატია, ჩვენ `პერსონა ნონ გრატად~ ვართ გამოცხადებულნი. არ მინდა, ჩვენ გამო თქვენც რამე პრობლემა შეგექმნათ. სხვათა შორის, გვინდოდა, ეს ამბავი, რასაც ახლა გიყვებით, ტელევიზიით გვეთქვა, მაგრამ ეთერს არავინ გვითმობს. რატომ? _ ამასაც ვერ გვიხსნიან.

Georgian police detain an opposition protestor in Tbilisi, June 15, 2009. Dozens of black-clad men armed with truncheons emerged from the main police station in Tbilisi to confront a protest of about 50 people demanding the release of several opposition activists detained last week. Tensions were running high in the former Soviet republic, where President Mikheil Saakashvili has resisted more than two months of protests and roadblocks in Tbilisi. REUTERS/David Mdzinarishvili (GEORGIA CONFLICT POLITICS)

_ ოპოზიციურ არხებზე ამბობთ ამას?
_ დიახ, ოპოზიციურზე. აბა, იმ ტელევიზიებში რომ არავინ მიგვიღებს, რომლებიც ხელისუფლების ტელევიზიებად მიიჩნევა, ჩვენც ვიცით. ძალიან მიკვირს ეს ყველაფერი. იცით, რატომ გვინდოდა ყველაფრის მოყოლა, რაც ჩვენ დაგვმართეს, სხვასაც რომ არ გაუკეთონ და კიდევ არ გაიმეორონ, თორემ, ტელევარსკვლავებად ქცევას კი არ ვაპირებდით? ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, არ გვინდა, სხვამაც გამოიაროს. ეტყობა, 7 ნოემბერი ყველას ლაქაა და არც ისე მომგებიანი კოზირი, თორემ, ჩვენ მართლა არაფერი დაგვიშავებია, ასე რომ ვიდევნებოდეთ ყველასგან. ახლა, 7 ნოემბერს, ყველა გამოვიდა და ამბობდა, 7 ნოემბერი, 7 ნოემბერიო და ამ დღის დაზარალებულები არავის მოუკითხავს. ადვოკატ ლია მუხაშავრიას მეტს არავის აღუნიშნავს, რომ ეს სამი ბიჭი და მათი ოჯახები ხელისუფლებამ გაანადგურა და დაღუპა. პირადად ჩვენ თუ დღეს კიდევ ცოცხლები ვართ და ამ მთავრობას ფიზიკურად არ გავუნადგურებივართ, მხოლოდ ღვთის სასწაულს უნდა მივაწეროთ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ევროსასამართლოში მაინც დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. ჩვენი მკვლელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, თორემ, ჯერ კიდევ სად ვართ?! უარესს მოგვაწევს!..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close