მსოფლიორედაქტორის გვერდი

რას ნიშნავს ,,ტრამპის ერა” მსოფლიოსთვის?

ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი აფრთხილებს უკანონო ემიგრანტებს ,,ტრამპის ერა”-ს შესახებ, რაც ითვალისწინებს უფრო მკაცრ ზედამხედველობას საემიგრაციო კანონების აღსრულების მხრივ და ასევე მკაცრ სასჯელს შეერთებულ შტატებში უკანონოდ ცხოვრების შემთხვევაში.
,გაფრთხილდეს ყველა, ვინც ცდილობს, შემოაღწიოს ამ ქვეყანაში უკანონოდ და წესების დარღვევით. ახალი ერა დადგა. ტრამპის ერა მოვიდა. უკანონობა, საიმიგრაციო კანონების აღსრულების მოვალეობის უგულვებელყოფა და ძველებურად ,,დაიჭირე-გაუშვი”-ს პრაქტიკა დამთავრდა.”
სეშენსმა მიმართა საბაჟო და საზღვრის დაცვის აგენტებს, რომ მან პირობა დადო, გამოიყენოს ორივე საემიგრაციო სასამართლო და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მთელი ძალა, რათა შეებრძოლოს მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ნაციონალურ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
მას შემდეგ რაც სარმიგრაციო სასამართლოებში საქმეების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, რომ დაამატოს 125 საემიგრაციო მოსამართლე შემდეგი ორი წლის განმავლობაში.
სეშენმა ასევე თქვა, რომ ის არალეგალი ემიგრანტები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში ხელმეორედ შემოღწევას, უკანონოდ ბრალდებულ იქნებიან სისხლის სამართლის დანაშაულში და არა ნაკლებად მძიმე დანაშაულში, როგორც ადრე იყო.
იმ მოტივით, რომ ბევრი მექსიკელი უკანონოდ გადმოდის საზღვარზე, სეშენმა დაამატა:”ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის ის, რაც ხდება როცა ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის საფრთხე, რომელსაც არ ეშინია ღიად დააფიქსიროს საფრთხის არსებობა და შეეწინააღმდეგოს მას, და რომელიც აჩვენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათი ქვეყნის ხელმძღვანელობის სახით მათ ყავთ თანამდგომნი.”
სეშენსმა ასევე თქვა, რომ აშშ საადვოკატო ოფისებს ყველა რაიონში ეყოლებათ სასაზღვრო დაცვის კოორდინატორი. მან ხაზი გაუსვა, რომ ფედერალურ პროკურორებს დაევალებათ არსებული კანონების აღსრულების უზრუნველყოფა, რომლებიც კრძალავენ არალეგალი ემიგრანტების გადაყვანას და თავშესაფრის მიცემას და სამართალდამცველებზე თავდასხმას.
2016 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა უკანონო ემიგრანტებთან ბრძოლა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ნაწილად ჩამოაყალიბა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close