საზოგადოება
გარდაცვლილი ანასტასიას დედას გადარიცხული ფულის დაბრუნებას სთხოვენ?

” ქეთი ეს ფული არც ხატებისთვის აგვიგროვებია და არც მარმარილოს საფლავისთვის. ჩვენ ავადმყოფ ბავშვს ავუგროვეთ და ჩემთან ერთად ყველა, ვინც გადმორიცხა ფული მოვითხოვთ, ის მოხმარდეს სხვა ავადმყოფ ბავშვებს _ მარიამს ან ნიკოლოზს, ან სხვებსაც “.
ეს წერილი გარდაცვლილი გოგონას – ანასტასია ზაალიშვილის დედამ სოციალურ ქსელში იმ ადამიანისგან მიიღო, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ ფული გადაურიცხა ანასტასიას სიცოცხლის გადასარჩენად. ბავშვის დედამ წერილი სოციალური ქსელით გაავრცელა და “ქველმოქმედის” საქციელის შეფასება, საზოგადოებას მიანდო.
კომენტარები