რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„გარანტიას გაძლევთ, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტს ვერ მიიღებთ!“

სანდრო ბრეგაძე, პოლიტიკოსი:

_ უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და გააზიაროთ ეს ინფორმაცია!!! ახლახანს ჩემმა მეგობარმა ევროპელმა პოლიტიკოსმა (ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატმა)მომაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია.უახლოეს ხანში ვენეციის კომისია უარს იტყვის ახალ კონსტიტუციაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი პუნქტის ჩაწერაზე. ქართული ოცნება, რომლის ნომერ პირველი დაპირება იყო აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორების შეტანა ელოდება ამას, რათა თავი დაიძვრინოს და განაცხადოს, რომ თითქოსდა მათ სურდათ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა, მაგრამ იძულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინოს და უარს იტყვის თავისი დანაპირების შესრულებაზე. ამ სპექტაკლს დრამატულობას შეძენს ხელისუფლების წევრი მსახიობების პატრიოტობანას თამაში. ყოველივე გახდება საფუძველი სამომავლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა. მეთოდები დაგიძველდათ!!! თქვენი უსინდისო ტყუილი წინასწარ გაშიფრულია. გარანტიას გაძლევთ,რომ კონსტიტუციის ახალ პროექტს ვერ მიიღებთ.აუცილებლად იქნება მასობრივი პროტესტი,ხოლო ის თუ რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში გადაწყდება რეფერენდუმზე და ამას გადაწყვეტს ქართველი ერი !!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close