განათლება

“განათლების სისტემა 500-მდე ადამიანმა დატოვა”

ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად განათლების სისტემა დაახლოებით 500-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.

ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
“განათლების სისტემა დაახლოებით 500-მა ადამიანმა დატოვა. ეს პროცესი არანაირი ხარვეზებით არ მიმდინარეობდა. პირიქით, ყველაფერი კანონის სრული დაცვითაა. საია-ს სურვილი, რომ მათ ყველამ მიაწოდოს ინფორმაცია, მხოლოდ მათი სურვილია. ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ და სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში მივაწვდით ინფორმაციას. სამინისტროში ზოგი ფუნქცია მთლიანად შემცირდა”, – განაცხადა მინისტრმა.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის მონიტორინგის განხორციელებაზე კვლევა წარადგინა, სადაც საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებაზეა საუბარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close