განათლება

განათლების მინისტრი მარიამ ჯაშის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ. ამის შესახებ მან პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინიციატივაზე დამატებითი კომენტარის გაკეთების დროს ისაუბრა. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს უთხრა, ის წინააღმდეგია მარიამ ჯაშის ამ ინიციატივის.

„ბარიერი არის უდაბლესი, წიგნი თუ გადაშალა ადამიანმა, ის შეძლებს რომ ბარიერი გადალახოს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არ მოგვცემს ეს დადებით ეფექტს. მეორეს მხრივ, მარიამის ინიციატივით საუბარია არა უბრალოდ მეორე შანსის მიცემაზე, არამედ ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, როცა მოსწავლეს ეს პრობლემა თავისი მიზეზით არ შეექმნება. ამ ინიციატივას აუცილებლად განვიხილავთ მომავალი წლისთვის  და შევეცდებით, რომ თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, ბავშვი არ დაზარალდეს“,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაშმა თავისი ინიციატივის შესახებ 3 ივნისს სასკოლო ფორუმზე ,,სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება“ ისაუბრა: 

,,სისტემის ჰუმანურობა, ჩემი აზრით, აუცილებელია, იგი ტექნიკური მიზეზების გამო, ხშირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. აქ არ არის საუბარი ხარისხზე, კომპრომისზე, რადგან სწორედ ხარისხზე გაწეულმა კომპრომისმა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. აქ საუბარია ძალიან ბევრ ბავშვზე, რომლებმაც რამდენიმე წუთის დაგვიანების, ტექნიკური ან ემოციური პრობლემების გამო მთელი წელი უვარდებათ. ამის გამო რამდენიმე სუიციდის შემთხვევაც კი დაფიქსირდა. ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად შეუვალი და მოუქნელი სიტემა გვაქვს. როდესაც ბავშვი თორმეტ კლასამდე წარმატებით მიდის და 8 გამოცდიდან ერთს მინიმალური ქულის გამო ვერ ლახავს, ხელმეორე შანსი უნდა მივცეთ. თუ მეორედაც ჩაიჭრება, ბევრად უფრო წელგამართული ვიქნებით ბავშვებისა და მათ ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში არსებულ საგამოცდო სისტემას უმკაცრესი იმიჯი აქვს.

წყარო: edu.aris.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close