მსოფლიო

“განადგურებული ვარ და თავს ღალატის მსხვერპლად ვგრძნობ”

ესპანურ El Confidencial-თან საუბარში კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მას მადრიდის რეალის დატოვების სურვილი არ აქვს და ეს მოსაზრება არც არასდროს გამოუთქვამს. რონალდო გადასახადების დამალვასთან დაკავშირებულ სკანდალურ ბრალდებასაც შეეხო.

“მე არასდროს მითქვამს, რომ რეალის დატოვება მსურს. თანაგუნდელებთან გულისტკივილი გამოვთქვი ჩემს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის და გადასახადების დამალვის ბრალდებისთვის, რადგანაც განადგურებული ვარ და თავს ღალატის მსხვერპად ვგრძნობ, ისე მომექცნენ, როგორც დამნაშავეს. ინგლისშიც და ესპანეთშიც საგადასახადო დოკუმენტაციას ისე ვაწესრიგებდი, როგორც ჩემი მრჩევლები და იურისტები მირჩევდნენ,” – განაცხადა რონალდომ.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ესპანეთის პროკურატურა 2011-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 14,768,897 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვას ედავება. Marca-ს მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, რონალდო სამეფო კლუბის პრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ კრიშტიანო არ დატოვებს მადრიდის რეალს. სამაგიეროდ კლუბის სრულ მხარდაჭერას მიიღებს და სავარაუდოდ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ ჯარიმის თანხასაც კლუბი გადაიხდის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close