საზოგადოება

გამწვანების გარეშე თბილისში შენობა ექსპლუატაციაში ვერ შევა

თბილისის მერია ახალ ინიაციტივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც შენობა გამწვანების გარეშე ექსპლუატაციაში არ შევა. თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის იურისტ ლიკა ჭაჭუკაშვილზე დაყრდნობით, ინფორმაციას Commersant ავრცელებს.

მისი თქმით, ინიციატივა დამუშავების ეტაპზეა და მასში სხვადასხვა სამსახურია ჩართული, მათ შორის არქიტექტურისა და ზედახედველობის სამსახურები, რომელთაც უშუალოდ ევალებათ ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის გაცემა. ლიკა ჭაჭუკაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, როდის შეიძლება ინიციატივა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close