გამყრელიძე ამბობს, რომ მუშაობენ ფაიზერის ვაქცინაზე, ცერცვაძემ- ფაიზერზე და მოდერნაზე არ უნდა ვიოცნებოთო…”
ვინ ტყუის?
ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი:
_ მოკლედ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვმუშაობთ ფაიზერის ვაქცინაზე. ცერცვეძე ამბობს, რომ ფაიზერზე და მოდერნაზე არც უნდა ვიოცნებოთ, რადგან მაგის თავი არ გვაქვს. რომელი გვატყუებს? ერთი თვის წინ კორონა საბჭოს თუ რაღაც ეგეთის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ ყველაფერი გვაქვს, მაცივრებიც გვაქვს, პრობლემა არ არის ფაიზერის ვაქცინის შემოტანაო. ვინ ცრუობს? პატივცემულო მთავრობავ, ხვალ დილიდან კეთილი ინებეთ და დეტალურად ახსენით, რა ვაქცინაზე მუშაობთ, როდის შემოგაქვთ, რა შემოგაქვთ, თუ ვერ შემოგაქვთ რატომ ვერ შემოგაქვთ, რამდენად შემოგაქვთ, ფულს ვინ იხდის, ვინ შემოგთავაზათ უკვე ვაქცინა და ვის უთხარით უარი, რატომ უთხარით, ვინ არის პასუხისმგებელი სპიკერი ამ თემაზე, ვისაც უნდა დავუჯეროთ და ა.შ., ყველა დეტალი. ამდენი თვეა გითმენთ ამდენ იდიოტობას და ხალხი ეწირება თქვენს გადაწყვეტილებებს. ახლა ვაქცინაზეც თუ იგივეს აპირებთ, გადაყვებით იცოდეთ ამ ამბავს.